მნიშვნელოვანი სიახლეები
Fischer Development FD917: Glock 17 და Glock 19 პისტოლეტების სწრაფად მოსახსნელი მაყუჩი (+ვიდეო)

Fischer Development FD917: Glock 17 და Glock 19 პისტოლეტების სწრაფად მოსახსნელი მაყუჩი (+ვიდეო)

ავსტრიულმა კომპანია Fischer Development Glock – FD917პისტოლეტებისათვის საკმაოდ საინტერესო მაყუჩები წარმოადგინა.

 მაყუჩის დასაყენებლად იგი ლულის ქვემოთ მდგარ თამასზე უნდა წამოაცვათ. ხრახნი ლულაზე საჭირო არაა - ლულასთან ხისტი მიერთება არ ხდება.

მაყუჩი ასევე სხვადასხვა ტიპის სამიზნეების გამოყენებას ხელს არ უშლის - მისი ზედა ნაწილი საკეტის ზედა ხაზის დონეზეა.

 

 ტექნიკური მახასიათებლები:

კალიბრი 9 მმ, დაიშვება ზებგერითი ვაზნების გამოყენებაც.

საერთო სიგრძე: 236 მმ ( 165 მმ ლულის ბოლოდან მაყუჩის ბოლომდე).

მასალა: ალუმინი 6061/T6.

 მასა: 350 გრამი.

მომსახურეობას შორის ვადა: 3000 გასროლა.

გასროლის ხმის შემცირება: 139,9 დეციბელი.