მნიშვნელოვანი სიახლეები
Fostech Origin 12 SBV იარაღის ბრუნვის შემზღუდავ კანონს დასცინის (+ვიდეო)

Fostech Origin 12 SBV იარაღის ბრუნვის შემზღუდავ კანონს დასცინის (+ვიდეო)

 Fostech Origin 12 SBV  აშშ-ს კანონმდებლობით თოფს არ წარმოადგენს. ეს იარაღი არც ერთი ამკრძალავი კანონის მოქმედების არეალში არ შედის.

არადა ერთი შეხედვით მასზე უნდა მოქმედებდეს იარაღის შესახებ აშშ-ს კანონი NFA - იგი ძალიან მოკლეა, ლულა სულ რაღაც 8 ინჩის სიგრძისაა, აქვს კონდახი. ანუ იარაღი შეიძლება „საიერიშო იარაღის“ კატეგორიაში გავიდეს. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეს კონდახი არაა - ეს მასტაბილიზირებელი საყრდენია, რომელიც აშშ-ში სავსებით ლეგალურად ითვლება. იარაღის სიგრძე მასთანერთად 66 სანტიმეტრს შეადგენს.

 ამ თავისებურებების გამო Fostech Origin 12 SBV თოფს,  AOW-ს („რაიმე სხვა იარაღს“) ანდა დამანგრეველ მოწყობილობას არ წარმოადგენს. Origin 12 SBV - ეს უბრალოდ იარაღია.

 იმისათვის რომ კანონი არ დაარღვიოთ, იარაღი სროლისას მხარზე არ უნდა მიიყრდნოთ. იგი ორივე ხელით უნდა გეჭიროთ ანდა ლოყაზე მიიყრდნოთ.

იარაღის ერთადერთი უარყოფითი ნიშანი იმაში მდგომარეობს, რომ თუ საყრდენის გარეშე ისვრი, ავტომატიკამ შეიძლება გიმტყუნოს. ამისგან თავის დასაღწევად ან უფრო მძლავრი ვაზნები უნდა იხმაროთ, ანდა თუ ჯანმრთელობა ხელს გიწყობთ მკერდზე უნდა მიიყრდნოთ.

არის მესამე გზაც, ფეხებზე დაიკიდო კანონი და ისროლო როგორც ეს ნამდვილ თოფს შეეფერება. მთავარია გარშემო ზედმეტად ცნობისმოყვარე თვალები არ იყოს.