მნიშვნელოვანი სიახლეები
ფრანგი პოლიციელები ამერიკული ავიამზიდის უბილეთო მგზავრები აღმოჩნდნენ

ფრანგი პოლიციელები ამერიკული ავიამზიდის უბილეთო მგზავრები აღმოჩნდნენ

მარსელის პოლიციის სამი ოფიცერი ამერიკული ავიამზიდის „დუაიტ ეიზენჰაუერის“  ბორტზე უკანონო შეჭრისათვის დაისჯება. ამის შესახებ აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ინსტიტუტი მარსელის მერიის წარმომადგენლის კაროლინ პოზმანტიეზე დაყრდნობიც აცხადებს.

 ცნობისმოყვარე სამართალდამცველები ოფიციალური დელეგაციის წევრებს შეერივნენ და ისე მოხვდნენ ხომალდის გემბანზე. ტრამზე მდგომმა მეზღვაურმა ენის უცოდინარობის გამო ვერ აღმოაჩინა „უბილეთოები“. საბოლოო ჯამში „ეიზენჰაუერმა“ ღუზა ასწია და ნავსადგურიდან გავიდა, პოლიციელები კი ბორტზე დარჩნენ.

 ამერიკელმა მეზღვაურებმა უცხოები მალევე აღმოაჩინეს. ფრანგები ნაპირზე კატარღით გადაიყვანეს, რის გამოც ავიამზიდი გზაში  ერთი საათით დაყოვნდა. „ეიზენჰაუერი“ მე-8 დამრტყმელი დაჯგუფების ლიდერია, რომელიც ვირჯინიის შტატში, ნორფოლკში ბაზირებს. ჯგუფი ხმელთაშუა ზღვაში აშშ-ში შვიდთვიანი საბრძოლო სამსახურის შემდეგ ბრუნდებოდა.