მნიშვნელოვანი სიახლეები
ფრანგი სამხედროები შეიარაღებაზე უახლოეს ჯავშნიან მანქანებს Griffon VBMR-ს და Jaguar EBRC-ს მიიღებენ

ფრანგი სამხედროები შეიარაღებაზე უახლოეს ჯავშნიან მანქანებს Griffon VBMR-ს და Jaguar EBRC-ს მიიღებენ

 საფრანგეთში გადაიარაღების სამხედრო პროგრამა Scorpion-მა სტარტი აიღო. საფრანგეთის თავდაცვის სამინისტრომ Griffon VBMR და Jaguar EBRC-ის საბრძოლო მანქანებზე პირველი შეკვეთა  განათავსა.

პროგრამა Scorpion-მა ოფიციალურად სტარტი 2014 წელს აიღო. მის ფარგლებში მრავალმიზნობრივი ჯავშნიანი მანქანა Griffon-ი, ჯავშნიანი სადაზვერვო მანქანა Jaguar-ი და მსუბუქი ჯავშნიანი მანქანა VBMR-L-ი შეიქმნა. ამის გარდა პროგრამის ფარგლებში ტანკ Leclerc-ის მოდერნიზაციაც მოხდება. ფრანგული არმია პირველად Griffon-ი და Jaguar-ი მოხვდება, რომელიც VAB APC, AMX10RC და ERC-90 Sagaie საბრძოლო მანქანებს შეცვლის.

 პირველი შეკვეთის ფარგლებში შემსრულებლები (კომპანიები Nexter, RTD და Thales) საფრანგეთის არმიას 319 ერთეულ Griffon VBMR (Véhicule Blindé MutiRôle) და 20 ერთეულ Jaguar EBRC (Engin Blindé de Reconnaissance et de Combat) მიაწვდიან.  როგორც ცნობილია მთლიანი შეკვეთის მიხედვით 1722 „გრიფონი“ და 248 „იაგუარი“ უნდა შეიძინონ. პირველი Griffon-ი სამხედრო ნაწილებში უკვე მომავალ წელს აღმოჩნდება, ხოლო Jaguar – 2020 წელს.