მნიშვნელოვანი სიახლეები
ფრეგატ Zumwalt-ის საბრძოლო მასალა აშშ-ს სამხედრო საზღვაო ძალებისათვის ძალიან ძვირი აღმოჩნდა (+ვიდეო)

ფრეგატ Zumwalt-ის საბრძოლო მასალა აშშ-ს სამხედრო საზღვაო ძალებისათვის ძალიან ძვირი აღმოჩნდა (+ვიდეო)

უახლეს სტელს-ფრეგატ Zumwalt-თან დაკავშირებით თითქმის კურიოზული ვითარება შეიქმნა. ექსპლუატაციაში გაშვებიდან სამი კვირის შემდეგ იგი საბრძოლო მასალის გარეშე დარჩა, ვინაიდან მისი საბრძოლო სისტემებისათვის დამზადებული ჭურვები ძალიან ძვირი აღმოჩნდა.

 Zumwalt -ის კლასის ფრეგატები ჯერ კიდევ 1990 წელს ჩაიფიქრეს როგორც სტელს-ხომალდები. ისინი 155 მმ-იანი ქვემეხებით არიან აღჭურვილები და სპეციალური ჭურვებით ისვრიან, რომელებიც ჩვეულებრივისგან განსხვავებით გაცილებით  შორ მაძილზე აზიანებენ მოწინააღმდეგეს. მათ GPS დამიზნების სისტემები გააჩნიათ და 100 კმ მანძილზე ფრენენ. ორი ქვემეხისაგან შემდგარ საარტილერიო სისტემას 600 ჭურვი სჭირდება და მათ 10 წუთში ასობით მიზნის განადგურება შეეძლოთ. ასე იყო თეორიაში.

ახლა კი აშშ-ს სამხედრო საზღვაო ძალები აცხადებენ,რომ ჭურვები ძლიერ ძვირებია და რომ 4 მილიარდ დოლარიან ხომალდს სასროლი მასალა აღარა აქვს.

 როგორც იტყობინებიან, ერთი ამგვარი ჭურვი 800 000 დოლარი ღირს. ფლოტის მტკიცებით ჭურვების გამოშვება პროგრამის შეკვეცამ გამოიწვია. თავიდან 32 ხომალდის აგებას ვარაუდობდნენ, მაგრამ აიგო მხოლოდ 3, რამაც ჭურვების რაოდენობის შეკვეცა და შესაბამისად მათი თვითღირებულების გაზრდა გამოიწვია.

ჯერ კიდევ მაისში ჭურვების ფასი 400 000-დან 700 000 დოლარამდე მერყეობდა. შედარებისათვის 45,5 ინჩიანი ქვემეხის ჭურვები (ასეთი ქვემეხები დგას ამერიკის ფრეგატების და კორვეტების უმრავლესობაზე) 1600-2200 დოლარი ღირს.

 ახალი ჭურვები „ლოკჰიდ მარტინის“ შექმნილია. 2001 წელს ახალი შეიარაღების დაპროექტების განყოფილების უფროსი ირწმუნებოდა, რომ თვითდამიზნების სისტემის მქონე ჭურვების ფასი 50 000 დოლარზე მეტი არ იქნებოდა. ინფლაციის გათვალისწინებითაც კი მათი ფასები 12-ჯერ რის გაზრდილი.

 ახლა სამხედრო საზღვაო ფლოტში ზიან და ფიქრობენ თუ რა ქნან. ერთ-ერთ გამოსავლად საარტილერიო ჭურვების -Excalibur-ის გამოყენება მიაჩნიათ. მასაც აქვს GPS სისტემა, მაგრამ უფრო ნაკლებ სიშორის არიან. სამაგიეროთ მათი ფასი 68 000 დოლარია. ზოგი საერთოდ ამ თანამედროვე სისტემის რელსოტრონებით შეცვლაზე ფიქრობს, თუ რაღა თქმა უნდა მათ ტექნოლოგიას ბოლომდე მიიყვანენ. ბოლო ბოლო ამ სისტემის ჩვეულებრივი რაკეტებით შეცვლაც შეიძლება. აშშ-ს სამხედრო საზღვაო ფლოტში ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღიათ.