მნიშვნელოვანი სიახლეები
ფსკოვის მახლობლად თვითმავალი სადესანტო საარტილერიო დანადგარის გამოცდა დაიწყო (+ვიდეო)

ფსკოვის მახლობლად თვითმავალი სადესანტო საარტილერიო დანადგარის გამოცდა დაიწყო (+ვიდეო)

ფსკოვის ოლქში სტრუგი კრასნიეს პოლიგონზე თვითმავალი ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხ "Спрут-СДМ-1"-ის გამოცდებიდაიწყო.

რუსეთის საჰაერო სადესანტო ჯარების სარდლის, ვლადიმერ შამანოვის სიტყვებით თვითმავალი ქვემეხის ტაქტიკურ-ტექნიკურ მაჩვენებლებს შეამოწმებენ. გამოცდის შედეგები სახელმწიფო კომისიას მიეწოდება, რათა მოხდეს იარაღის შეფასება და ექსპერტიზა.

ვლადიმერ შამანოვმა დაუმატა, რომ პირველი ექვსი მცურავი და დესანტირებადი თვითმავალი ქვემეხი მედესანტეებს უკვე 2017 წელს გადაეცემათ.

"Спрут-СДМ-1" -მა რუსეთის არმიის შეიარაღებაში მოძველებული  2С25 უნდა შეცვალოს, რომელიც უკვე ათ წელზე მეტის შეიარაღებაშია. ახალი თვითმავალი ქვემეხი წუთში შვიდ გასროლას ახდენს. მძალავრი ძრავის შემწეობით იგი საათში 70 კილომეტრის სიჩქარით მოძაქობს. პარაშუტით დესანტირების გარდა თვითმავალი ქვემეხი დამოუკიდებლად ცურავს. მას სამ ბალიანი ტალღების დროს 10 კმ/სთ სიჩქარით ცურვა შეუძლია.