მნიშვნელოვანი სიახლეები
FWS-CS:  ტყვიამფრქვევებიდან და ყუმბარმტყორცნებიდან მაღალი სიზუსტით სროლის სისტემა

FWS-CS: ტყვიამფრქვევებიდან და ყუმბარმტყორცნებიდან მაღალი სიზუსტით სროლის სისტემა

აშშ-ს თავდაცვის სამინისტრომ კორპორაცია BAE Systems-თან  სისტემა Family of Weapon Sights - Crew Served (FWS-CS) კონტრაქტი გააფორმა. ეს სისტემა ჯარისკაცების შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გაზრდის და მათ  უფრო „ზუსტებს და დაცულებს“ გახდის.

 სისტემა FWS-CS სამიზნესა და მუზარადის დისპლეისგან შედგება. სამიზნეს ოპტიკური გადიდების მქონე ვიდეოკამერა და თბოვიზორი გააჩნია. ამის დახმარებით მებრძოლები მიზანს ყოველგვარ ამინდსა და განათების პირობებში დააზიანებენ, მათ შორის ნისლსა და კვამლში. ამას გარდა სამიზნეს დასამიზნებელი მარკერი, ლაზერული მანძილმზომი და კომპიუტერული სისტემა აქვს, რომელიც მანძილს ავტომატურად საზღვრავს.

 მცირე ზომის დისპლეი მუზარადზე ჯარისკაცის ერთი თვალის წინ მაგრდება. იგი  სამიზნედან გამოსახულებას იღებს და დასამიზნებელი მარკერის პროექტირებასაც ახდენს.. უკაბელო კავშირის გამო ჯარისკაცს შეუძლია საფარში იყოს და იმავდროულად სრულად მართოს თავისი იარაღი. სისტემა FWS-CS-ის აღწერაში მითითებულია, რომ ახალი სამიზნის დახმარებით ტყვიამფრქვევები და ყუმბარმტყორცნები მოწინააღმდეგეს არა მხოლოდ ყველანაირ ამინდში დააზიანებს, არამედ 2200 მეტრამდე მანძილზე სროლის სიზუსტესაც მნიშვნელოვნად აამაღლებს.

 ბრიტანული კორპორაციის BAE Systems-ისამერიკული განყოფილება პროექტ FWS-CS-ზე 2014 წლიდან მუშაობს. გასული წლის მაისში ფორტ-ბივერის (ვირჯინიის შტატი) სამხედრო ბაზაზე ახალი სამიზნეების გამოცდა ჩატარდა. სამხედრო უწყებამ გამოცდები წარმატებულად ჩათვალა და სისტემის შემდგომი დამუშავება მოითხოვა, კერძოდ კი მასის შემცირება და მუზარადის დისპლეის ზომის შემცირება.

ხელშეკრულებით შვიდი წლის განმავლობაში BAE Systems-მა ამერიკის არმიას FWS-CS-ის კომპლექტები უნდა მიაწოდოს, რომლებიც სამი სახეობის იარაღისათვის იქნება განკუთვნილი: ტყვიამფრქვევები Browning M2 და M240 და ავტომატური ყუმბარმტყორცნი MK19