მნიშვნელოვანი სიახლეები
გამჭვირვალე ჯავშანჟილეტები, რომელთა შეკეთებაც შესაძლებელია

გამჭვირვალე ჯავშანჟილეტები, რომელთა შეკეთებაც შესაძლებელია

აშშ-ს სამხედროსაზღვაო ფლოტის კვლევითი ლაბორატორიის ქიმიკოსებმა შექმნეს და დააპატენტეს გამჭვირვალე თერმოელასტოპლასტის ჯავშანი, რომელიც ბევრ ტყვიაგამძლე მინაზე უფრო მსუბუქია და იმავდროულად უფრო მაღალი ბალისტიკური მახასიათებლები გააჩნია.

 თერმოელასტოპლასტები - ეს რბილი,შესახებად რეზინისმაგვარი პოლიმერია, რომელიც მყარ მასალად არა ქიმიური, არამედ ფიზიკური პროცესების შედეგად გადაიქცევა. შესაბამისად გამყარება ამ  შემთხვევაში შექცევადი პროცესია და ჯავშნის დაზიანებული ზედაპირის შეკეთება და აღდგენა საველე პირობებშიც კი შეიძლება.

 „თუკი მასალას დარბილების ტემპერატურამდე გავაცხელებთ (დაახლოებით 100 გრადუსი), წვრილი კრისტალიტები დნობას დაიწყებენ და ბზარები და სხვა დაზიანებები დიფუზიის შედეგად გაქრება“, - ამბობს მაიკ როლანდი. – „ამის მიღწევა ჩვეულებრივი გახურებული ფირფიტითაც შეიძლება“.

 ლაბორატორიის მეცნიერები უკვე იყენებენ ახალ მასალას  ნივთების ტყვიამედეგობის გასაძლიერებლად. მით უფრო, რომ ახალი ჯავშნის თვისებების გამო მასზე ტყვიის მოხვედრა მის გამჭვირვალობაზე არანაირად არ მოქმედებს.