მნიშვნელოვანი სიახლეები
გერმანიის სამხედრო ფლოტი წყალქვეშა ნავების გარეშე დარჩა

გერმანიის სამხედრო ფლოტი წყალქვეშა ნავების გარეშე დარჩა

გერმანიის სამხედრო საზღვაო ფლოტი ფაქტიურად წყალქვეშა ნავების გარეშე დარჩა. როგორც გერმანიის სამხედრო საზღვა ოფლოტი იუწყება, ექვსიდან ოთხი წყალქ  ვეშა ნავი უკვე გარკვეული ხანია, რაც კილის ნავსადგურში იმყოფება. მათ ნაწილობრივი ანდა კაპიტალური რემონტი ესაჭიროებათ. მაგრამ სამუშაოები ნელა ხორციელდება. მიზეზი სათადარიგო ნაწილების უკმარისობაა, რაც დაფინანსების სიმცირით აიხსნება.

212А პროექტის წყალქვეშა ნავმა U35-მა  15 ოქტომბერს  ნორვეგიის წყლებში სწავლებების დროს ხრახნის ერთი ფრთა დაიზიანა. ავარია კრისტიანს ტედის სანაპიროსთან მოხდა. წყალქვეშა ნავი ბუქსირით კილში მიიყვანეს. ამჟამად გერმანიის კიდევ ერთი წყალქვეშა ნავი გადის გამოცდებს. გერმანიის სამხედრო უწყების ინფორმაციით ფლოტს 2018 წლის შუა ხანებისათვის მუდმივად მწყობრში 3-4 წყალქვეშა ნავი მაინც უნდა ჰყავდეს.

U35 ექსპოლოატაციაში 2015 წლის 23 მარტს შევიდა. იგი 212А ტიპის  პირველი გაუმჯობესებული წყალქვეშა ნავია. მას გაზრდილი რეზერვუარი, გაუმჯობესებული ჰაერის კონდიცირება და ახალი საბრძოლო სისტემა აქვს. წყალქვეშა ნავის ავტონომიურობა 30 დღეა, ეკიპაჟი 27 მეზღვაური.