მნიშვნელოვანი სიახლეები
გიგანტური ავიამოდელი ჰაერში დაიმსხვრა (+ვიდეო)

გიგანტური ავიამოდელი ჰაერში დაიმსხვრა (+ვიდეო)

ჩვეულებრივ ავიამოდელებს საკმაოდ მოკრძალებული ზომები აქვთ, მაგრამ შვედებმა მეოთხე თაობის მრავალმიზნობრივი ავიაგამანადგურებელ Saab JAS 39 Gripen-ის მოდელი 1:2 მასშტაბში შექმნეს.

 ეფექტური მრავალმიზნობრივი ავიაგამანადგურებელი Gripen-ი აეროდინამიკური სქემის „იხვის“ მიხედვით ააგეს - მას შუაში მოთავსებული სამკუთხა ფრთა აქვს.  პლანერის რადიოლოკაციური ხილვადობა ძლიერ არის შემცირებული: მისი კორპუსის 30% კომპოზიტური მასალებისგან არის  აგებული. რადიომართვადი მოდელი მცირე ზომის ტურბოხრახნიანი ძრავით სიგრძეში 8 მეტრს აღწევს, მისი წონა კი 100 კილოგრამამდეა.

მოდელის მასშტაბებზე უფრო შთამბეჭდავი მისი ჰაერში დამსხვრევა იყო. როგორც ჩანს შემქნნელებმა ვერ გათვალეს სწორად კონსტრუქციის სიმტკიცე და როგორც კი თვითმფრინავი მარჯვენა დახრით შევიდა მოსახვევში, კილმა ვერ გაუძლო გვერდითა დატვირთვას და ფიუზელაჟს მოტყდა. ამის შემდეგ ოპერატორმა ზღვარსგადასული შეტევის კუთხე მისცა, რამაც ფრთაზე დიდი დატვირთვის გამო უკვე მთელი კონსტრუქციის დამსხვრევა გამოიწვია.

 მცირე ზომის ავიამოდელებიც კი საკმაოდ ძვირ სიამოვნებას წარმოადგენენ, ასე რომ მხოლოდ მკითხაობა შეგვიძლია იმაზე, თუ რას განიცდიდნენ მოდელის შემქმნელები, როცა მათი ნაოსტატარის ნამსხვრევები მიწაზე ცვიოდა.