მნიშვნელოვანი სიახლეები
Global Firepower: სამხედრო სიძლიერით მსოფლიოში პირველი აშშ-ა

Global Firepower: სამხედრო სიძლიერით მსოფლიოში პირველი აშშ-ა

მეორე ადგილი რუსეთს უკავია, მესამეზე ჩინეთია. ასეთი შედეგი დადო საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Global Firepower. მან 2017 წლის „სამხედრო სიძლიერის“ გლობალური რეიტინგი დადო და სიაში 133 ქვეყანა შეიყვანა.

 ეს რეიტინგი 50 სხვადასხვა ფაქტორს  მოიცავს - სხვადასხვა ეროვნული თვისებების ერთობლიობას (მათ შორის ტექნოლოგიებისა და მრეწველობის განვითარებას, ბუნებრივ რესურსებს, გეოპოლიტიკურ ფაქტორებს, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას).

რეიტინგის შედგენისას დამატებით უპირატესობად ბირთვული იარაღის ქონა სახელდებოდა, მაგრამ ამა თუ იმ შეიარაღების ბალანსის გაანგარიშებისას მას არ ითვალისწინებდნენ. რესურსების დაანგარიშებისას NATO-ს წევრი ქვეყნები დამატებით ბონუსს იღებდნენ.

საბოლოო შედეგებით  შეერთებული შტატები მეორე ადგილზე გასულ რუსეთს და მესამე ადგილზე გასულ ჩინეთს საგრძნობლად უსწრებს. უძლიერესი ქვეყნების ათეულში შევიდნენ ინდოეთი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, იაპონია, თურქეთი, გერმანია და ეგვიპტე.

 ამ რეიტინგში უკრაინას 30-ე ადგილი უკავია, სირიას კი 44-ე.

  რეიტინგი საშუალებას იძლევა ნებისმიერი ორი ქვეყნის სამხედრო ძლიერება ერთმანეთს შევადაროთ.

 აშშ- რუსეთს უსწრებს ადამიანთა რესურსით. 323,9 მილიონი 142,3-ის წინააღმდეგ. ეს უპირატესობა გასაწვევი ასაკის მოსახლეობის რაოდენობაშიც აისახა. სამაგიეროდ შეიარაღებულ ძალების რიცხვში აშშ-ს უპირატესობა არც ისე დიდია: 1,373 მილიონი 0,798 მილიონის წინააღმდეგ. ამასთან აშშ-ს სამხედრო რეზერვი გაცილებით ნაკლებია: 0,990 მილიონი ადამიანი (რუსეთის რეზერვისტების რიცხვი 2,572 მილიონია).

  ასევე დიდია აშშ-ს უპირატესობა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში. მაგალითად გზატკეცილები: 6,586 მილიონი კილომეტრი 0,982 მილიონის წინააღმდეგ, ასევე რკინიგზები - 225 ათასი კილომეტრი 87 ათასის წინააღმდეგ. სამაგიეროდ რუსეთი აშშ-ს ნავთობისმარაგით უსწრებს: დადასტურებული მარაგი 80 მილიარდი ბარელია ამერიკული 36,5 მილიარდი ბარელის წინააღმდეგ.

 თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების საერთო რიცხვით აშშ- რუსეთს საგრძნობლად უსწრებს: 13 762 ერთეული 3794 ერთეულის წინააღმდეგ. მაგრამ უნდა ითქვას რომ ეს უპირატესობა საგრძნობლად მცირდება როცა საუბარი გამანადგურებლებს, ბომბდამშენებს და სხვა საბრძოლო მანქანებს შეეხება. მაგალითად თუ ვერტმფრენებში აშშ-ს უპირატესობა 4:1-თანაა, საბრძოლო ვერტმფრენებში ეს უპირატესობა 2:1-ზე ჩამოდის.

 რუსეთის არმიას ყველა სახეობის არტილერიაში რაოდენობრივი უპირატესობა გააჩნია, ასევეა ტანკების რაოდენობითაც: 20 216 ამერიკული 5884 ტანკის წინააღმდეგ.

პარიტეტია ზოგი სახეობის ხომალდებში, მაგალითად წყალქვეშა ნავებში: რუსეთს 63 ერთეული ჰყავს, აშშ-ს 70. სამაგიეროდ აბსოლუტური უპირატესობა გააჩნია აშშ- ავიამზიდებში: 19:1-თან.

თავდაცვის ბიუჯეტის ოდენობითაც აშშ-ს მტკიცედ უკავია პირველი ადგილი მსოფლიოში - 587,8 მილიარდი დოლარი. საერთო სამხედრო ხარჯებით მეორე ადგილი ჩინეთს უკავია (161,7 მილიარდი დოლარი), მესამეზეა საუდის არაბეთი (56,7 მილიარდი დოლარი), მეოთხეა ინდოეღი (51 მილიარდი დოლარი), მეხუთე - დიდი ბრიტანეთი (45,7 მილიარდი დოლარი), მეექვსე რუსეთი (44,6 მილიარდი დოლარი), მეშვიდე ადგილზე კი იაპონიაა (43,8 მილიარდი დოლარი).

 უკრაინის  სამხედრო ბიუჯეტი (მე-40 ადგილი) 4,888 მილიარდ დოლარს აღწევს, რაც ნახევარი მილიარდით ჩამორჩება შვეიცარიის სამხედრო ბიუჯეტს.

 სამხედრო ხარჯებით ბელორუსიას 79-ე ადგილი უკავია (0,725 მილიარდი დოლარი). მის მეზობლად ბაჰრეინი და ბულგარეთია. საქართველოს 0,38 მილიარდი დოლარით 89-ე ადგილი უკავია. ესტონეთი 0,355 მილიარდით 92-ე ადგილზეა

 სომხეთის სამხედრო ბიუჯეტი  0,225 მილიარდს აღწევს (99-ე ადგილი). იგი რამდენჯერმე ჩამორჩება აზერბაიჯანის სამხედრო ბიუჯეტს (3,185 მილიარდი) რომელსაც 54-ე ადგილი უკავია.

 133 ქვეყნის სიას ბრუნეის სასულთნო ასრულებს. იგი სდამხედრო ხარჯებზე 10 მილიონ დოლარს ხარჯავს.