მნიშვნელოვანი სიახლეები
Heckler&Koch-მა ამერიკელი სნაიპერებისათვის შაშხანა G28-ის მოდერნიზირებული ვერსია წარმოადგინა

Heckler&Koch-მა ამერიკელი სნაიპერებისათვის შაშხანა G28-ის მოდერნიზირებული ვერსია წარმოადგინა

კომპანია Heckler&Koch-მა გამოფენა AUSA 2017-ზე, ვაშინგტონში თავისი შაშხანა M110A1 წარადგინა, რომელსაც ამერიკელი სნაიპერებისათვის არის განკუთვნილი.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს კომპანიამ აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს „კომპაქტული ავტომატური სნაიპერული სისტემის“  ტენდერი მოიგო.

შაშხანა M110A1, ეს Heckler&Koch-ის G28-ის მოდერნიზირებული ვერსიაა. იარაღში გაზის ავტომატიკა, დგუშის მოკლე სვლითა და მბრუნავი საკეტით გამოიყენება. მსროლელს გაზის ნაკადის ცვლილება შეუძლია, რაც მაყუჩის გამოყენებას ეფექტურს ხდის.

 შაშხანა G28 ორ ვერსიად გამოდის: „სტანდარტული“ და „საპატრულო“, რომლებიც მხოლოდ აქსესუარების საბაზო ნაკრებით განსხვავდებიან. ეფექტური სროლის მანძილი მკერდის სილუეტის მიზანზე 600 მეტრს შეადგენს, სრული სილუეტის მიზანზე კი 800  მეტრს. 100 მეტრის მანძილიდან 10 გასროლაზე „ბუჩქის“ დიამეტრი 4,5 სანტიმეტრს შეადგენს, რაც 1,5 კუთხოვან მანძილს შეესაბამება.

 შაშხანა G28-ის სიგრძე 965-1082 მმ-ია (იცვლება ტელესკოპური კონდახის მეშვეობით), ლულის სიგრძე 420 მმ. იარაღის წონა „სტანდარტულ“ კომპლექტაციაში 5,8 კგ, „საპატრულოში“ – 5,15 კგ. G28-ს სროლის მხოლოდ ნახევრადავტომატური რეჟიმი გააჩნია და კომპლექტში 10 და 20 ვაზნიანი მჭიდეები აქვს.

 ხელშეკრულების მიხედვით ჯერ პირველი „საცდელი“, 30 შაშხანიანი  პარტია მიეწოდება. ტესტირების შედეგად აშშ-ს თავდაცვის სამინისტრო განსაზღვრავს ოპტიმალურ კონფიგურაციას და დამატებითი აქსესუარების ნაკრებს. შემდგომში ამერიკის თავდაცვის სამინისტრო 3643 შაშხანას შეიძენს.