მნიშვნელოვანი სიახლეები
Heckler&Koch ნატოს ფარგლებს გარეთ იარაღის გაყიდვას წყვეტს

Heckler&Koch ნატოს ფარგლებს გარეთ იარაღის გაყიდვას წყვეტს

გერმანულმა კომპანია Heckler&Koch ნატოს არაწევრ ანდა არაპარტნიორ ქვეყნებთან იარაღის შესყიდვაზე კონტრაქტებს აღარ გააფორმებს. კომპანია თავის ამ ნაბიჯს იმ სიძნელეებით ხსნის, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან კონტრაქტების მოწონებას სჭირდება.

 Heckler&Koch-ის იარაღი მხოლოდ ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებზე გაიყიდება ანდა „დემოკრატიული და კორუფციისგან თავისუფალია“.

 ამგვარად იარაღის გერმანელმა მწარმოებელმა შესაძლოა საუდის არაბეთის, მექსიკის, ბრაზილიის და ინდოეთის ბაზრები დაკარგოს. ამას გარდა მოსალოდნელია თურქეთში მიწოდებების შეწყვეტა: ეს ქვეყანა ნატოს წევრია, მაგრამ მასთან „ადამიანის უფლებების დაცვის დარგში პრეტენზიები აქვთ“.

 2008 წელს Heckler&Koch-ს სასამართლოს ძალით მოუწია საუდის არაბეთში G36 შაშხანების  მიწოდებაზე ნებართვის მიღება. 2013 წელს გერმანიის ეკონომიკის მინისტრად ზიგმარ გაბრიელი დაინიშნა, რომელიც სამოქალაქო დაპირისპირებების მქონე ქვეყნებისათვის ყოველგვარი იარაღის მიყიდვის წინააღმდეგია.

მშვიდობის პრობლემების შემსწავლელი სტოკჰოლმის ინსტიტუტის (Stockholm International Peace Research Institute, SIPRI) მონაცემებით, გერმანიას იარაღის ექსპორტით მსოფლიოში მეხუთე ადგილი უკავია. ხელისუფლებამ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში იარაღის მიყიდვაზე შეზღუდვები დააწესა, რის გამოც გერმანულმა კომპანიამ მოგების 90% დაკარგა.