მნიშვნელოვანი სიახლეები
იაპონელებმა ზებგერითი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა გამოსცადეს

იაპონელებმა ზებგერითი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა გამოსცადეს

იაპონიის თავდაცვის სამინისტროში საზღვაო ბაზირების ზებგერითი ხომალდსაწინააღმდეგო პირველი გამოცდის შესახებ განაცხადა. რაკეტის კოდური სახელწოდებაა XSSM.

 პერსპექტიულ იაპონურ ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა XSSM-ის შესახებ აქამდე ბევრი არაფერია ცნობილი. მისი დაპროექტება მკაცრად საიდუმლოდ მიმდინარეობდა. რაკეტის არც გარეგნობა და არც მახასიათებლებია ცნობილი, არადა ამ იაპონური რაკეტის შესახებ 2012 წლიდან არის ცნობილი.

 მოარული ხმების მიხედვით რაკეტა XSSMზებგერითი, 1 ტონამდე მასის ხომალდსაწინააღმდეგო ზებგერითი რაკეტა XASM-3-ის საზღვაო ვარიანტს წარმოადგენს.  მისი სიჩქარე ბგერის სიჩქარეს სამჯერ აღემატება და სიმაღლიდან გაშვებისას 200 კილომეტრ მანძილზე მიფრინავს.

 XSSM-ის პირველი გამოცდისას იგი იაპონიის სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდ ASE 6102 Asuka-დან 9 მეტრიან Qinetiq-ის მარკის სწრაფ კატარღა Barracuda USV-MT-ს ესროლეს.

უპილოტო ცხრამეტრიანი კატარღა 25 კვანძამდე სიჩქარეს ავითარებს. იგი სპეციალურად დაამზადეს, როგორც მოძრავი სამიზნე. რაკეტა XSSM-ის გამოცდა წარმატებით დასრულდა.