მნიშვნელოვანი სიახლეები
იაპონია გუამის ცას დაიცავს (+ვიდეო)

იაპონია გუამის ცას დაიცავს (+ვიდეო)

იაპონიის თავდაცვის ძალები თავის რამდენიმე საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „პეტრიოტს“ ოთხ სამხედრო ბაზაზე განალაგებს. ეს სამხედრო ბაზები ქვეყნის სამხრეთ დასავლეთით  ჰიროსიმას, კოტის, სიმანეს და ეხის პრეფექტურებში მდებარეობენ. ეს პრეფექტურები ჩრდილო კორეიდან კუნძულ გუამისკენ მფრინავი ბალისტიკური რაკეტების შესაძლო ტრაექტორიაზე მდებარეობენ.

ამერიკული კუნძული გუამი, ჩრდილო კორეამ თავისი ბალისტიკური რაკეტებისათვის, ამერიკა-ჩრდილო კორეის კონფლიქტის ცხელ ფაზაში გადასვლისას, შესაძლო სამიზნედ გამოაცხადა.