მნიშვნელოვანი სიახლეები
იაპონიის ფლოტი ლითიუმ-იონურ წყალქვეშა ნავებს მიიღებს

იაპონიის ფლოტი ლითიუმ-იონურ წყალქვეშა ნავებს მიიღებს

იაპონიის თავდაცვის საზღვაო ძალები 2020 წლისათვის Sōryū-ს კლასის მოდერნიზირებულ წყალქვეშა ნავებს მიიღებენ, რომლებიც ტრადიციული ტყვია-მჟავურის ნაცვლად ლითიუმ-იონური აკუმულიატორებით და დიზელ-სტირლინგ-ელექტრული ძალოვანი დანადგარით იქნებიან აღჭურვილები.

მრავალმიზნობრივ წყალქვეშა ნავებში ტყვია-მჟავური აკუმულიატორები ადრე ერთადერთ შესაძლო ვარიანტს წარმოადგენდნენ. ამასთან ისინი მძიმეები არიან და მათ დამუხტვას დიდი დრო სჭირდებათ.

იაპონელმა ინჟინრებმა წყალქვეშა ნავებისათვის თანამედროვე ლითიუმ-იონური აკომულიატორების ადაპტირება შეძლეს. მათ უფრო მეტი ტევადობა და ნაკლები დამუხტვის დრო გააჩნიათ.

სამწუხაროდ თანამედროვე აკუმულიატორების გამოყენებამ წყალქვეშა ნავის ღირებულება საგრძნობლად გაზარდა. თუკი Sōryū-ს კლასის წყალქვეშა ნავი ადრე 566 მილიონი დოლარი ღირდა, ახლა იგი მთელი 112 მილიონი დოლარით არის გაძვირებული. ახლა იაპონიის თავდაცვის საზღვაო ძალების შეიარაღებაში რვა წყალქვეშა ნავია. მათგან პირველი შეიარაღებაში 2009 წელს მიიღეს. გეგმის მიხედვით მათმა რაოდენობამ 13-ს უნდა მიაღწიოს.