მნიშვნელოვანი სიახლეები
ინდოეთის თავდაცვის სამინისტრო INSAS Excalibur Mark-I შაშხანებს „დროებითი იარაღის“ რანგში შეიძენს

ინდოეთის თავდაცვის სამინისტრო INSAS Excalibur Mark-I შაშხანებს „დროებითი იარაღის“ რანგში შეიძენს

ამა წლის სექტემბერში ინდოეთის თავდაცვის სამინისტრომ 7,62×51 მმ ვაზნაზე 185 ათასი შაშხანის შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა.

როგორც გაირკვა პროცედურა შეიძლება რამდენიმე წელს გაიჭიმოს, ამიტომაც  5,56 მმ კალიბრის INSAS Excalibur Mark-I-ის მოდერნიზებული ავტომატები დროებითი იარაღის რანგში შეძენის გადაწყვეტილება მიიღეს.

INSAS-ის  საბაზო ვერსიისგან  Excalibur ნაკლები მასით, დამოკლებული ლულით (400 მმ), ავტომატური ცეცხლის რეჟიმით და პიკატინის თამასით განსხვავდება. ახალ ავტომატებს სპეციალიზირებულ მეამბოხეთა საწინააღმდეგო ქვედანაყოფებში გააგზავნიან.

 INSAS (Indian National Small Arms System) - 5,56×45 მმ -იან ვაზნაზე არსებული ცეცხლსასროლი იარაღის სისტემაა, რომელიც ბრიტანული ავტომატური შაშხანა L1A1-ის შესაცვლელად შექმნეს. სისტემა ინდურ არმიაში 1998 წელს მიიღეს.

როგორც იგეგმებოდა INSAS-ი თავის თავში მოიცავდა ავტომატურ შაშხანას, დამოკლებულ ავტომატს და მსუბუქ ხელის ტყვიამფრქვევს. შეიარაღებაზე მხოლოდ ავტომატური შაშხანა და ხელის ტყვიამფრქვევი მიიღეს, რომელთაც უნიფიკაციის მაღალი დონე გააჩნდათ.

იდეაში Excalibur-ი შეიძლება იმ მოკლე ავტომატად ჩაითვალოს, რომელიც INSAS-ის სიტემაში თავიდანვე უნდა მიეღოთ.

 INSAS-ის შაშხანა, რომელიც კომპანია  Indian State Ordnance Factory Board-ში 80-იანი წლების ბოლოს შექმნეს, სამხედროებმა უხარისხო აწყობის, დიდი მასის და ავტომატური ცეცხლის რეჯიმის უქონლობის გამო დაიწუნეს (მას მხოლოდ ერთ და სამ ვაზნიანი სერიებით სროლა შეეძლო).

 ამას გარდა ინდოეთის თავდაცვის სამინისტრომ გადაწყვიტა უარი ეთქვა 5,56 მმ-იან ვაზნანზე, როგორც არასაკმარისად ძლიერზე და თავისი არმია 7,62X51 მმ-იან ვაზნაზე გათვლილი იარაღით შეეიარაღებინა.

ამისათვის 2011 წელს 7,62 მმ -იანი 65 ათასი შაშხანის შეძენაზე ტენდერი გამოაცხადა. ახალი იარაღის წარმოება შემდგომში ინდოეთში უნდა მომხდარიყო. მაგრამ ტენდერში გამარჯვებული არ გამოვლინდა, ვინაიდან არცერთი წარმოდგენილი მოდელი ტენდერის პირობებს არ აკმაყოფილებდა.