მნიშვნელოვანი სიახლეები
ინდოეთში საკუთარი წარმოების დამრტყმელი ვერტმფრენების წარმოება დაიწყეს

ინდოეთში საკუთარი წარმოების დამრტყმელი ვერტმფრენების წარმოება დაიწყეს

ინდურმა კომპანია HAL-მა ინდოეთის სამხედრო საჰაერო ძალებისათვის  საკუთარი წარმოების დამრტყმელი ვერტმფრენების სერიული წარმოება დაიწყო.

 როგორც ამბობენ ამ საბრძოლო მანქანის შესაქმნელად 11 წელი დაიხარჯა. დამრტყმელი ვერტმფრენი LCH ქვეყნის კლიმატური პირობების გათვალისწინებით შეიქმნა.

მისი მთავარი დამახასიათებელი ნიშანია მაღალმთიან  რეგიონებთან ადაპტაცია - ინდოელი სამხედროების მოთხოვნით კონსტრუქტორებმა შეძლეს ახალი ვერტმფრენის ფრენის მაქსიმალური სიმაღლე 6,5 ათას მეტრამდე გაეზარდათ.

 ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლებიდან ცნობილია, რომ ვერტმფრენის მაქსიმალური სიჩქარე 330 კმ/სთ-ია და მისი ფრენის სიშორე 550 კილომეტრს შეადგენს

 ვერტმფრენი შეიარაღებულია  20 მმ-იანი საავიაციო ქვემეხით და სხვა იარაღის, მათ შორის საავიაციო რაკეტების დასამაგრებლად ოთხი წერტილი გააჩნია.

ინდოეთის სამხედრო საჰაერო ძალებს ახალი ვერტმფრენი მომავალ წელს გადაეცემა. ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ ჯერჯერობით მხოლოდ 179 ამგვარი საჰაერო საბრძოლო მანქანა დაუკვეთა..