მნიშვნელოვანი სიახლეები
ირანი ატომური ხომალდების შექმნას აპირებს

ირანი ატომური ხომალდების შექმნას აპირებს

ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ ბრძანება გასცა ატომურ ძალოვან დანადგარიანი ხომალდების შექმნის შესახებ, რამაც ამერიკელთა შეშფოთება გამოიწვია.

 გასულ თვეში ამერიკის კონგრესმა ირანისათვის სანქციების კიდევ 10 წლით გაგარძელებას მისცა ხმა. პასუხად ირანმა ამერიკა შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა და სამხედროებს „ატომური ძრავის შექმნა დაავალა, რომელსაც საზღვაო გადაზიდვებისას გამოიყენებენ“, თან არ დაუზუსტებია ეს ძრავა ხომალდებისთვისაა საჭირო თუ წყალქვეშა ნავებისათვის.

ამ განცხადებამ ვაშინგტონი შეაშფოთა, თუმცა ამერიკელებს ეჭვი ეპარებათ, რომ ირანის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა ატომური ძალოვანი დანადგარების შექმნა შეძლოს. ატომური ძრავის დაპროექტება ძირეულად განსხვავდება იმ ამოცანისგან, რომელზეც ატომურ პროეტზე მომუშავე ირანელი მეცნიერები და ინჟინრები მუშაობდნენ. ამას გარდა ატომურძრავიანი პირველი ხომალდის აგებიდან 60 წელია გასული და არსებული ტექნოლოგია საკმაოდ მოძველებულად ითვლება.

 ასეა თუ ისე, მსგავსი ამოცანის გადასაწვეტად წლები და ასობით მილიონი დოლარია საჭირო. ამასთან გაუგებარია რად უნდა ირანს ატომური ძრავა, იგი ხომ ნავთობისა და გაზის უმსხვილეს ექსპორტიორთა რიცხვში შედის? ამასთან ირანის სამხედრო საზღვაო ძალები სპარსეთის ყურის გარეთ იშვიათად გადიან, ასე რომ ახალი ძვირი ხომალდი მათ უბრალოდ არ სჭირდებათ.

ამას გარდა ირანს, აშშ-ს, საფრანგეთს, გერმანიასა, ბრიტანეთს,  რუსეთსა და ჩინეთს შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, ირანს 15 წლის განმავლობაში 3,67%-ზე მეტი სიწმინდის ურანის გამდიდრება არ შეუძლია. ეს კი ატომური ხომალდებისათვის აშკარად არაა საკმარისი