მნიშვნელოვანი სიახლეები
ირანი ახალი ტანკის, „კარარის“ გამოშვებას იწყებს

ირანი ახალი ტანკის, „კარარის“ გამოშვებას იწყებს

ირანში ახალი ტანკის „კარარის“ სერიული გამოშვება დაიწყეს. სახელი სპარსულიდან ითარგმნება როგორც „მოიერიშე“. ახალი ტანკი, რომელიც გარეგნულად რუსულ Т-90-ს ჰგავს, შეიარაღებაზე მყოფ მოძველებულ ტანკებს -  „ზულფაკარს“ შეცვლის.

ახალი ტანკების წარმოება ლურისტანში მდებარე ბანი ჰაშემის ქარხანაში დაიწყება.

ტანკის პრეზენტაციის ცერემონიალში მონაწილეობა ირანის ისლამური რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა, ბრიგადის გენერალმა ჰოსეინ დეგჰანმა მიიღო. მინისტრმა ხაზგასმით განაცხადა, რომ ახალი ტანკი მხოლოდ ირანის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ძალებით შეიქმნა. „კარარი“თანამედროვე შეიარაღების სისტემებით არის აღჭურვილი.