მნიშვნელოვანი სიახლეები
ირანმა სამხედრო ტექნიკის პერსპექტიული ნიმუშები აჩვენა

ირანმა სამხედრო ტექნიკის პერსპექტიული ნიმუშები აჩვენა

ორშაბათს, ირანის თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო დანიშნულების ხუთი ახალი ნიმუში აჩვენა. მათ შორის მართვადი რაკეტები და საიერიშო ქვემეხები, რომელთა წარმოებაც უკვე დაწყებულია.

ორშაბათს თეირანში შემდგარ ცერემონიალზე, ირანის თავდაცვის მინისტრმა, ბრიგადის გენერალმა ჰოსეინ დეკჰანმა სამამულო შეიარაღების საწარმოო ხაზი გახსნა.

ირანელი სპეციალისტების მიერ შექმნილი და ნაწარმოები იარაღი მართვად რაკეტებს “Fajr-5”-ს, საჰაერო თავდაცვის სარაკეტო კომპლექს “Misaq-3”-ს, 40 მმ-იან ყუმბარმტყორცნს, 5,56 × 45 მმ კალიბრის  შაშხანა “Masaf”-ს და პისტოლეტებს მოიცავდა

 ჟურნალისტების წინაშე გამოსვლისას ირანის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ახალი იარაღი ირანის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გაზრდის. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ირანმა შეიარაღების დარგში საკუთარი მოთხოვნების დაკმაყოფილების დონე 69%-მდე გაზარდა.