მნიშვნელოვანი სიახლეები
ისრაელი Humvee-ს ბაზაზე ზალპური ცეცხლის მსუბუქ სისტემას ქმნის

ისრაელი Humvee-ს ბაზაზე ზალპური ცეცხლის მსუბუქ სისტემას ქმნის

ისრაელის კომპანია IMI Systems-ი მსუბუქი თვითმავალი პლატფორმის, Humvee -ის ბაზაზე ზალპური ცეცხლის სისტემას ქმნის, რომლის სროლის სიშორეც 35 კილომეტრი იქნება.

 ზალპური ცეცხლის სისტემა 122 მმ კალიბრის იქნება, რომლის საბრძოლო ნაწილის მასა 20 კილოგრამია. გამშვებ მოწყობილობაზე 8 ანდა მსუბუქ ვარიანტში 4 რაკეტა განთავსდება.

 ავტომობილის უკანა ნაწილში მბრუნავი მიმმართველები, რომლებზეც თავის მხრივ რაკეტები განთავსდება. მათი დამიზნება და გაშვება ავტომობილის კაბინიდან ანდა დისტანციურად იქნება შესაძლებელი. ახალ სისტემას კორექტირებადი რაკეტების გაშვებაც შეეძლება, ისეთების, როგორიცაა კომპანია IMI-ს წარმოების ACCULAR-ი.

 რაკეტა ACCULAR-ში ტრაექტორიის კორექციის ინერციული სისტემა GPS GTCS (GPS Trajectory Correction System) დგას. კომპანიის განცხადებით მისი მიზნიდან გადახრის ალბათობა 10 მეტრს შეადგენს.

აღნიშნავენ, რომ მოცემული სარაკეტო სისტემა ძლიერ გამოსადეგი იქნება სპეცრაზმის წევრებისათვის, რომლებიც მტრის ღრმა ზურგში მოქმედებენ. ახალი ზალპური ცეცხლის სისტემის ტრანსპორტირება С-130 სატრანსპორტო თვითმფრინავებით იქნება შესაძლებელი.