მნიშვნელოვანი სიახლეები
ისრაელი სირიას მთელი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის განადგურებით ემუქრება

ისრაელი სირიას მთელი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის განადგურებით ემუქრება

ისრაელის თავდაცვის მინისტრ ავიგდორ ლიბერმანის განცხადებით, თუკი ისრაელის თვითმფრინავების მისამართით სირიული საზენიტო რაკეტების სროლა განმეორდება, სირიას მთელ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემას გაუნადგურებენ.

ორი დღის წინათ სირიის არმიამ აღიარა, რომ ისრაელის თვითმფრინავების მისამართით რაკეტები იქნა გაშვებული. ერთი რაკეტა გაანადგურეს, დანარჩენი ორი კი ისრაელის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. ისრაელის თვითმფრინავები არ დაზიანებულან.

ეს ისრაელის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა Arrow-ს გამოყენების პირველი შემთხვევა იყო. ამ ინციდენტმა ისრაელსა და სირიას შორის დაძაბულობის ესკალაცია გამოიწვია.

 მარტის დასაწყისში  პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მოსკოვში ჩავიდა, სადაც პრეზიდენტ პუტინს შეხვდა. რუსული რადარები და თვითმფრინავები სირიის საჰაერო სივრცის უდიდეს ნაწილს აკონტროლებენ.

 სავარაუდოთ ეს ინციდენტი კონფლიქტის ყველა მონაწილისათვის გაფრთხილებაა. იმ შემთხვევაში თუკი „ჰეზბოლას“ მებრძოლებისათვის იარაღის მიწოდება გაგრძელდება, ისრაელი თავის საჰაერო კამპანიას გააძლიერებს.