მნიშვნელოვანი სიახლეები
ისრაელის სამხედრო ინჟინრებმა სახომალდე ახალი 30 მმ-იანი საარტილერიო სისტემა წარმოადგინეს (+ვიდეო)

ისრაელის სამხედრო ინჟინრებმა სახომალდე ახალი 30 მმ-იანი საარტილერიო სისტემა წარმოადგინეს (+ვიდეო)

იარაღის გამოფენა Pacific 2017-ზე,რომელიც ამ დღეებში სიდნეიშიმიმდინარეობს, ისრაელის თავდაცვითმა კომპანია  Rafael Advanced Defense Systems-მა ახალი საარტილერიო სისტემა Typhoon Mk-30cწარმოადგინა.

 შემქმნელები Typhoon Mk-30c-სთავის კლასში ყველაზე ეკონომიურ და მაღალი სიზუსტის მქონე საარტილერიო სისტემას უწოდებენ. დანადგარი აღჭურვილია სტაბილიზაციის სისტემით და ATK Mk44 Bushmasterქვემეხით. იგი ნატოს სტანდარტული 30 მმ  ჭურვებით ისვრის.

საარტილერიო სისტემის საბრძოლო კომპლექტი 200 ჭურვისგან შედგება, რომელიც შეიძლება 1 წუთში გაისროლო. ამასთან Typhoon Mk-30c-ს შეუძლია პროგრამირებადი საბრძოლო მასალით სროლაც. ლულის ვერტიკალური დახრა 70 გრადუსს აღწევს, რაც საჰაერო მიზნებზე სროლის საშუალებასაც იძლევა.

Rafael Advanced Defense Systems-ის წარმომადგენელთა განცხადებით საარტილერიო დანადგარს  ყველაზე კომპაქტულიდა თანამედროვე სტაბილიზაციის სისტემა გააჩნია. ამასთან მას მხოლოდ მინიმალური ტექნიკური მომსახურეობა ესაჭიროება, რის გამოც იგი ყველაზე ეკონომიურიც გამოდის.