მნიშვნელოვანი სიახლეები
ისრაელის „სუპერფეთქებადი ჭურვი“ კასეტურ საბრძოლო მასალებს შეცვლის (+ვიდეო)

ისრაელის „სუპერფეთქებადი ჭურვი“ კასეტურ საბრძოლო მასალებს შეცვლის (+ვიდეო)

ისრაელსი კონცერნი Israel Military Industries ახალი ტიპის ჭურვს წარმოადგენს, რომელიც „სუპერფეთქებადი“ (high explosive) ტიპისაა. ამ სიახლით ცახალის საარტილერიო კორპუსი უკვე დაინტერესდა.

ლაპარაკია მძლავრ საარტილერიო ჭურვზე, რომლის დამანგრეველი ძალა ხუთჯერ აღემატება ჩვეულებრივი ჭურვისას. ჭურვს უკონტაქტო დეტონატორი აქვს და უშუალოდ მიზნის თავზე ფეთქდება.

„სუპერფეთქებადი“ ჭურვი კომპანია IMI-მ თავისი ინიციატივით შექმნა. ადრე იგი მხოლოდ არმიის შეკვეთებზე მუშაობდა. ამ ჭურვის შექმნა მთელ მსოფლიოში კასეტური ასაფეთქებელი საშუალებების აკრძალვის სულ უფრო მზარდმა ტენდენციამ გამოიწვია.

ჭურვს ათასობით „ჭკვიანი ვოლფრამის ნამსხვრევი აქვს, მაგრამ მისი მთავარი განმასხვავებელი ნიშანი მიზნის დაზიანების ხერხია. ჩვეულებრივი ჭურვები მიზანს დიაგონალური კუთხით აზიანებენ. „სუპერფეთქებადი“ კი სტაბილიზირებადი პარაშუტის მეშვეობით მიზანზე დიდი სისწრაფით ვერტიკალურად ეცემა.

 „სუპერფეთქებადი“ თავისი მახასიათებლებით უახლოვდება კასეტურ ჭურვებს. კასეტური ჭურვი დაახლოებით 9000 კვადრატულ მეტრ ფართობს ფარავს, ჩვეულებრივი - 1250-ს,ხოლო „სუპეფეთქებადი“ კი  - 6000. მას სტანდარტული 155 მმ-იანი ჭურვივით 23 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება აქვს.

 IMI-ს განცხადებით : „არტილერიაში მთავარი პრობლემა ლოგისტიკაა - ჭურვების მიწოდება. შეიარაღებაზე ამ ჭურვის მიღებით ლოგისტიკის პრობლემა 40%-ით მცირდება.

ამჯერად IMI „სუპერფეთქებადი“ ჭურვის მომდევნო თაობაზე მუშაობს, რომლის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი უკვე დიდი სიზუსტე იქნება. ამჟამად იარაღის ბაზარზე ეს ნიშა ამერიკულ ჭურვს Excalibur-ს უკავია. მაგრამ იგი ძალიან ძვირად ითვლება - ერთი ამერიკული ჭურვის ღირებულება 90 ათას დოლარამდეა.