მნიშვნელოვანი სიახლეები
ისრაელმა ახალი ქვეითთა საბრძოლო მანქანა გამოაჩინა (+ვიდეო)

ისრაელმა ახალი ქვეითთა საბრძოლო მანქანა გამოაჩინა (+ვიდეო)

ისრაელის სახმელეთო ჯარების სარდლობამ ახალი, 30 მმ-იანი ქვემეხით აღჭურვილი  ქვეითთა საბრძოლო მანქანის გამოცდის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

 ჯავშანტრანსპორტიორი „ნამერი“ 2005 წელს ტანკ „მერკავას“ ბაზაზე შეიქმნა და ისრაელის არმიის შეიარაღებაში 2008 წელს მიიღეს. მას თორმეტამდე სამხედროს გადაყვანა შეუძლია, მათ შორის სამი ეკიპაჟის წევრია. აქტიური დაცვის სისტემა Trophy-ს გარდა „ნამერს“ მძლავრი ჯავშანი გააჩნია, მათ შორის ძირის გაძლიერებული დაცვა. ეს ქალაქში მიმდინარე ბრძოლებისას დიდ მნიშვნელობას იძენს. იგი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კარგად დაცული ჯავშანტრანსპორტიორია.

თავდაპირველად ჯავშანტრანსპორტიორის ძირითადი შეიარაღება დისტანციურად მართვადი მოდული „კატლანიტი“ უნდა ყოფილიყო, რომელიც შეიძლება სხვადასხვა კალიბრის ტყვიამფრქვევებით და 40 მმ-იანი ავტომატური ყუმბარმტყორცნებით აღიჭურვოს. „ნამერის“ დაპროექტებისას  თავდაპირველად მისთვის უფრო მძლავრი იარაღს ითვალისწინებდნენ.

ავტონომიური კოშკურა, დისტანციური მართვით ეკიპაჟს საშუალებას აძლევს გარემოს ვიდეოკამერების საშუალებით დააკვირდეს, ხოლო 30 მმ-იანი ქვემეხის სროლის სიჩქარე ბეტონის კედლის უკან მიმალული მოწინააღმდეგის განადგურების საშუალებასაც კი  იძლევა. ამასთან საბრძოლო მოდული სადესანტო ნაკვეთურის შიგნით ადგილს არ იკავებს. ეს კი დესანტის რიცხვის შემცირების გარეშე ცეცხლის ძალის გაძლიერების კარგი საშუალებაა.