მნიშვნელოვანი სიახლეები
ისრაელმა კიდევ 17 ერთეული გამანადგურებელ-ბომბდამშენი F-35 შეიძინა

ისრაელმა კიდევ 17 ერთეული გამანადგურებელ-ბომბდამშენი F-35 შეიძინა

ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა კომპანია Lockheed Martin-ისგან კიდევ 17 ერთეული, სტელსის ტექნოლოგიით შექმნილი მეხუთე თაობის, გამანადგურებლ-ბომბდამშენ F-35 Lightning II-ის შეძენა მოიწონა.

ამგვარად ამ საბრძოლო თვითმფრინავების რაოდენობა ისრაელში 50-ს მიაღწევს.

როგორც პრემიერ-მიონისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს გადაწყვეტილება ერთხმად იქნა მიღებული.

 Lockheed Martin-ი ამ თვითმფრინავის სამ ვერსიას აწარმოებს - პენტაგონისათვის და სხვა ქვეყნებისათვის, რომლებმაც მიწოდებაზე ხელშეკრულება უკვე გააფორმეს - ესენია სამხრეთ კორეა, ისრაელი, დიდი  ბრიტანეთი, იაპონია, ავსტრალია, თურქეთი, იტალია, ნორვეგია და ჰოლანდია.

 პირველი ორი F-35 ისრაელში წლის ბოლოს ჩაფრინდება.