მნიშვნელოვანი სიახლეები
ისრაელში დაჭრილების ევაკუაციისათვის განკუთვნილი უპილოტო გამოსცადეს

ისრაელში დაჭრილების ევაკუაციისათვის განკუთვნილი უპილოტო გამოსცადეს

ისრაელში უპულოტო ვერტმფრენ Air Hopper-ისპროტორიპი გამოჩნდა რომლის გამოყენებასაც დაჭრილი ჯარისკაცების ევაკუაციისათვის და საბრძოლო მასალის და სურსათის გადასატანად აპირებენ. კომპანია Israel Aerospace Industries-მა უკვე მისი სადემონსტრაციო გამოცდა მოახდინა. გამოცდა წარმატებულად მიიჩნიეს.

გამოცდის დროს ორი სცენარი გათამაშდა. პირველი ეს მძიმედ დაჭრილი ჯარისკაცის ტრანსპორტირებაა, ხოლო მეორე წინა ხაზზე საბრძოლო მასალის მიტანა. ანუ აპარატის გამოყენებას ყველაზე რთულ და სახიფათო ადგილებში აპირებენ.

უპილოტო ვერტმფრენ Air Hopper-ის პროტოტიპს ბორტზე 180 კილოგრამი ტვირთის მიღება შეუძლია. მისი სიჩქარე 120 კმ/სთ-ა, ფრენის ხანგძლივობა 2 საათი. იგი ჩვეულებრივ ბენზინზე მუშაობს, ამიტომაც მისი ღირებულება გაცილებით ნაკლებია, ვიდრე პილოტირებადი სატრანსპორტო ვერტმფრენის.

 უპილოტო ვერტმფრენის ღია არქიტექტურა სხვადასხვა პლატფორმებთან თავსებადობის შესაძლებლობას იძლევა. სისტემა დღისითაც და ღამითაც დამოუკიდებლად მოძრაობს, მათ შორის რთული მეტეოპირობების დროსაც. ყველაფერი ეს ფრონტის ხაზის სწრაფ ლოჯისტიკას უზრუნველჰყოფს და სამხედროების რისკს ამცირებს.