მნიშვნელოვანი სიახლეები
ისრაელში „მფრინავი ავტომობილი“ შექმნეს (+ვიდეო)

ისრაელში „მფრინავი ავტომობილი“ შექმნეს (+ვიდეო)

ისრაელის კომპანია Urban Aeronautics-მა 15 წლიანი მუშაობის შემდეგ ადამიანთა უბედურების და სამხედრო მოქმედებების ზონებიდან საევაკუაციო უპილოტოს შექმნა დააანონსა. დრონი „მფრინავი ავტომობილივით“ გამოიყურება.

 უპილოტო სახელადCormorant (იგი ასევე Air Mule-ს სახელითაც არის ცნობილი) უპროპელერო ვერტმფრენს ჰგავს. იგი შინაგანი ხრახნების მეშვეობით დაფრინავს, რაც მას კომპაქტულს და მანევრულს ხდის. ერთ რეისზე დრონს 500 კილოგრამამდე ტვირთის გადატანა შეუძლია.

 „მფრინავი ავტომობილის“ გამოცდა 2016 წლის ნოემბერში დასრულდა. უახლოეს სამ წელიწადში უპილოტომ აშშ-ს სამოქალაქო ავიაციის ფედერალური სამმართველოს (FAA) სერტიფიკატი უნდა მიიღოს. ასე რომ ბაზარზე სამგზავრო დრონი 2020 წლისათვის გამოჩნდება და 14 მილიონი დოლარი ეღირება.

იგი მშვიდობიანი მოქალაქეების უბედურების ზონიდან და ბრძოლის ველიდან დაჭრილი ჯარისკაცების გამოსაყვანად არის გათვალისწინებული. ამას გარდა დრონს ქიმიური იარაღის შეტევის შემდეგ ტერიტორიის გაუვნებელყოფაც შეუძლია.