მნიშვნელოვანი სიახლეები
კანადელმა სნაიპერმა ერაყში ისლამისტი 3,5 კილომეტრ მანძილზე მოკლა (+ვიდეო)

კანადელმა სნაიპერმა ერაყში ისლამისტი 3,5 კილომეტრ მანძილზე მოკლა (+ვიდეო)

კანადელმა სნაიპერმა რეკორდი დაამყარა. მან ერაყში ისლამისტი ამბოხებული 3 ათას 450 მეტრი მანძილიდან მოკლა. კანადის სპეციალური დანიშნულების ჯარების სარდლობამ აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა, მაგრამ დეტალების გამჟღავნება არ ისურვა.

 პრესის ინფორმაციით მე-2 გაერთიანებული ოპერატიული ჯგუფის მებრძოლმა „ისლამური დაჯგუფების“ მებრძოლი McMillan TAC-50-ის სნაიპერული შაშხანიდან მოკლა. ტყვიამ მიზანში მოხვედრამდე 10 წამი იფრინა.

 წყაროს ინფორმაციით ამ გასროლამ „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების  თავდასხმა ფაქტიურად ჩაშალა“. „ეს ძალის ძალიან ზუსტი გამოყენება იყო. სნაიპერი იმდენად შორს იმყოფებოდა, რომ „ცუდმა ბიჭებმა“ ვერც კი გაიგეს თუ რა მოხდა“, - განაცხადა წყარომ. „ეს გაუგონარი ოსტატობაა. ეს მსოფლიო რეკორდია, რომელიც შესაძლოა აღარასოდეს გაუმჯობესდება“, - დაუმატა მანვე.