მნიშვნელოვანი სიახლეები
კომპანია Christensen Arms-ის ახალი მსუბუქი შაშხანა (+ვიდეო)

კომპანია Christensen Arms-ის ახალი მსუბუქი შაშხანა (+ვიდეო)

კომპანია Christensen Armsცნობილია, როგორც არმიისა და სამოქალაქო ბაზრისათვის საიმედო და ზუსტი იარაღის მწარმოებელი. მან ამჯერად ახალი შაშხანა სახელად «Modern Precision Rifle» წარმოადგინა.

ახალი შაშხანა ნოდიდან არის შექმნილი და .308 კალიბრის 16 ინჩიანი ლულით და სულ რაღაც 3200 გრამს იწონის.

შაშხანის დეტალების დამზადებისას ალუმინის 7075 მარკის  საავიაციო შენადნობი გამოიყენეს. შაშხანას მსუბუქი დასაკეცი კონდახი გააჩნია. ყველა ლითონის დეტალი შავი ტიტანის ნიტრიტით არის დაფარული, რომელიც კოროზიისგან იცავს.

შაშხანის პირველი სერია 6.5 Creedmoor და .308 Win ვაზნებზეა გამოშვებული. ლულის სიგრძე 16, 20 და 22 ინჩია.

დამატებითი მოდიფიკაციების გამოშვებას 2018 წლისათვის ელოდებიან.