მნიშვნელოვანი სიახლეები
კომპანია Heckler&Koch-მა ბრიტანული ბულპაპის ტიპის შაშხანა SA80-ის გადამუშავებული ვერსია წარმოადგინა

კომპანია Heckler&Koch-მა ბრიტანული ბულპაპის ტიპის შაშხანა SA80-ის გადამუშავებული ვერსია წარმოადგინა

 გამოფენა «Defence and Security Equipment International»-ზე . რომელიც ლონდონში გაიმართა, კომპანია  Heckler&Koch-მა ბრიტანული ბულპაბის ტიპის შაშხანა SA80-ის ახალი ვერსია წარმოადგინა.

 კომპანია Heckler&Koch-ი ამ შაშხანის გადამუშავებას პირველად არ ანხორციელებს. 2000-იანი წლების შუა ხანებში მან მოდელი L85A2 წარმოადგინა, რომელშიც ორიგინალის ბევრი პრობლემა გამოსწორებული იყო.

 ახალა კი შაშხანის ყველა ძირითადი კომპონენტი ნოლიდან შექმნეს, მათ შორის გაუმჯობესებული  ლულის კოლოფი.

 მოდელ L85A3-ს თავისუფლად დაკიდული ლულა გააჩნია. შაშხანას ასევე აქსესუარების დასამაგრებელი ორი თამასა და სახელური Grop Pod-ი აქვს.

 Heckler&Koch-მა შეძლო ბევრი პრობლემის აღმოფხვრა, რომლებიც მას ბრიტანელებმა წაუყენეს. ამის მიუხედავად 2016 წელს მხოლოდ 5 ათას ერთეულზე გაფორმდა ხელშეკრულება.