მნიშვნელოვანი სიახლეები
კორეის მიმართულებით მცურავი ავიამზიდი აშშ-ს სამხედრო დოქტრინას დაარღვევს

კორეის მიმართულებით მცურავი ავიამზიდი აშშ-ს სამხედრო დოქტრინას დაარღვევს

კორეის ნახევარ კუნძულისაკენ მცურავი ავიამზიდი Carl Vinson-ი და მისი თანმხლები ხომალდები უპრეცენდენტო მანევრს განახორციელებენ, რომელიც აშშ-ს სამხედრო საზღვაო ფლოტის მიერ წყნარ ოკეანეში ძალთა ბალანსს დაარღვევს.

სინგაპურში მყოფმა ავიამზიდის მეთაურმა მიიღო ბრძანება: ხომალდის ავსტრალიაში ვიზიტი გააუქმოს და კორეის ნახევარ კუნძულისაკენ გაცუროს.

 Carl Vinson-ი აშშ-ს მესამე ფლოტს ეკუთვნის, რომელიც სან-დიეგოში ბაზირებს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მითებულ დოქტრინაში ნათქვამია, რომ მესამე ფლოტი წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილს აკონტროლებს. ხოლო დასავლეთ ნაწილზე, სადაც კორეა მდებარეობს, პასუხისმგებელი აშშ-ს  მეშვიდე ფლოტია, რომლის ბაზაც იაპონიაში მდებარეობს. ზონების საზღვარი დროის გადაყვანის ხაზზე გადის.

 ამერიკული სამხედრო საზღვაო ფლოტი ადრეც აგზავნიდა ავიამზიდებს სხვა ფლოტის პასუხისმგებლობის ზონაში, მაგრამ ამ დროს დაცული იყო წესი: სხვის ტერიტორიაზე მოხვედრილი ხომალდი იმ ფლოტის სარდლობას ემორჩილებოდა, რომლის ზონაშიც აღმოჩნდებოდა. ამჟამად Carl Vinson-ის შემთხვევაში ეს წესიც დაირღვევა - პირველად ორმოცდაათი წლის მანძილზე და ავიამზიდი ისევ თავისი შტაბის დაქვემდებარებაში დარჩება.

 ამას გარდა, 2015 წელს აშშ-ს სამხედრო საზღვაო ფლოტმა რეაგირების ოპერატიული წესი მიიღო, რომლის მიხედვითაც დაძაბულობის შემთხვევაში რეაგირება იმ ფლოტს უნდა მოეხდინა, რომლის ზონაშიც გართულდებოდა ვითარება. ჩვენს შემთხვევაში ეს წესიც დაირღვა.

 ზღვაში გასვლის წინ ავიამზიდის ეკიპაჟმა გაძლიერებული სწავლება გაიარა, რომლის წვრილმანებიც არ აფიშირდება.

შეგახსენებთ აშშ-მ კორეის მიმართულებით ავიამზიდის გაგზავნის გადაწყვეტილება ჩრდილო კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტების და ბირთვული პროგრამის საპასუხოდ მიიღო.