მნიშვნელოვანი სიახლეები
კურილიის კუნძულებზე რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის ბაზის მშენებლობის საკითხი გადაწყდა

კურილიის კუნძულებზე რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის ბაზის მშენებლობის საკითხი გადაწყდა

კურილიის კუნძულებზე უახლოეს მომავალში რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის ბაზის მშენებლობა დაიწყება. „გადაწყვეტილება მიღებულია. იგი რეალიზაციის სტადიაშია“, - განაცხადა ფედერაციის საბჭოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ფრანც კლინცევიჩმა.

 ახალი ბაზა ყველა ტიპის სამხედრო ხომალდებს მიიღებს, მათ შორის პირველი რანგისას, რომელთაც განეკუთვნებიან ავიამზიდები, ფრეგატები და კრეისერები, ატომური წყალქვეშა ნავები.

 კლინცევიჩს არ დაუზუსტებია თუ ზუსტად რომელ კუნძულზე აიგება ბაზა. საზღვაო ბაზის მშენებლობასთან ერთად კურილიის კუნძულებზე აეროდრომების ქსელსაც აღადგენენ.

 კურილიის კუნძულებას მნიშვნელოვანი სამხედრო სტრატეგიული და ეკონომიკური მნიშვნელობა გააჩნია. იაპონია უკვე ათეული წელია პრეტენზიას აცხადებს კურილიის კუნძულებიდან ოთხ კუნძულზე: იტურუპზე, კუნაშირზე, შიკოტანზე დ ა აბომაიზე. მათი ფართი 5175 კვადრატული კილომეტრია. იაპონია  მათ თავის ჩრდილოეთ ტერიტორიებს უწოდებს.

მოსკოვი ამ კუნძულებს კურილიის კუნძულების ნაწილად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ახლანდელი სტატუსის გადახედვა არ მოხდება.