მნიშვნელოვანი სიახლეები
ლაზერის იარაღიანი პირველი ვერტმფრენი (+ვიდეო)

ლაზერის იარაღიანი პირველი ვერტმფრენი (+ვიდეო)

აშშ-ს არმიამ და კომპანია  Raytheon-მა ვერტმფრენი Apache მაღალენერგეტიკული ლაზერით პირველად აღჭურვეს და წარმატებული გამოცდაც ჩაატარეს. ვერტმფრენმა ლაზერით ყველა მთავარი და მეორეხარისხოვანი მიზანი დააზიანა.

 კომპანია Raytheon-ის განცხადებით ვერტმფრენი სატესტო ლაზერული დანადგარით აღჭურვეს, რომელიც დამიზნების მულტისპექტრალურ სისტემასთან, მოწინავე ელექტროოპტიკურ გადამწოდებთან არის დაკავშირებული. ამ სისტემებს როგორც წესი Predator ანდა Reaper-ის დრონებზე აყენებენ.კომპანიის განცხადებით მსგავი მაღლაენერგეტიკული ლაზერი ვერტმფრენზე პირველად დააყენეს და „ფრენის სხვადასხვა რეჟიმებზე, სხვადასხვა სიმაღლეებზე და სიჩქარეზე“ პირველად გამოსცადეს.

 ლაზერულ დანადგარს ფრთის პილონებზე ამაგრებენ და მან ვერტმფრენის ცეცხლის ძალა საგრძნობლად უნდა გაზარდოს. ახლა ოთხ პილონზე 16 რაკეტაა მოთავსებული. მომავალში Apache-ს12 რაკეტას და ლაზერულდანადგარს დაუყენებენ. ლაზერიდან სროლის რაოდენობას ენერგეტიკული შესაძლებლობები განსაზღვრავს. ენერგეტიკული პრობლემი სგადაწყვეტის შემდეგ ვერტმფრენი ბრძოლის ველზე კიდევ უფრო მრისხანე იარაღი გახდება.