მნიშვნელოვანი სიახლეები
ლიტვამ უკრაინულ ჯავშანტრანსპორტიორებს გერმანული ამჯობინა

ლიტვამ უკრაინულ ჯავშანტრანსპორტიორებს გერმანული ამჯობინა

ლიტვის თავდაცვის მინისტრი იუოზას ოლეკასი თავის ინტერვიუში აცხადებს, რომ უკრაინულ ტექნიკას გერმანული იმ მიზეზით ამჯობინა, რომ უკრაინული ჯავშანტრანსპორტიორები „ნატოს სტანდარტებს არ შეესაბამება“.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ლიტვის თავდაცვის სამინისტრომ 88 გერმანულ-ნიდერლანდური ჯავშნიანი მანქანა Boxer-ი კონსორციუმ Artec-ისგან 385,6 მილიონ ევროდ შეიძინა.

მიწოდება 2017 წელს დაიწყება  და 2021 წელს დასრულდება. უკრაინული БТР-4-ის ფასი კომპლექტაციის მიხედვით ერთეულზე 1-1,5 მილიონ დოლარამდე ვარირებდა.

მინისტრის შემდგომი განმარტებიდან ირკვევა, რომ  უკრაინული ჯავშანტექნიკა იმდენად ნატოს სტანდარტებთან შეუთავსებლობის გამო არ დაუწუნიათ, რამდენადაც ლიტვის არმის წინაშე დასახული ამოცანების გამო. საქმე იმაშია, რომ კონკრეტულად ლიტვას ამგვარი ტექნიკა ნაკლებად ესაჭიროება. ამის მიუხედავად ლიტვის უარი БТР-4 -ის განაჩენად აღიქვა.

ლიტვამ თავისი სახმელეთო ჯარების გადაიარაღების პროგრამა ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსსა და რუსეთს შორის ურთიერთობის გამწვავების ფონზე მიიღო.

მისი მეზობელი ლატვია აგვისტოში ბრიტანეთს მოელაპარაკა და 123 ნახმარი  მუხლუხოიანი ჯავშანტრანსპორტიორიCVR(T) 249,5 მილიონ ევროდ შეიძინა.

იანვარში ესტონეთმა ნორვეგიისგან შვედური წარმოების ქსმ CV90-ის 35 შასი შეიძინა, რათა სრულფასოვან საბრძოლო მანქანამდე მისი მოდერნიზაცია მოახდინოს. მანამდე ტალინმა ნიდერლანდებში 40 ერთეული ბორბლებიანი ჯავშანტრანსპორტიორი Patria Pasi შეიძინა.

 ჯავშანტექნიკის განვითარების საკუთარი პროგრამები გააჩნიათ პოლონეთსა და რუმინეთს.

 ლიტვამ თავისი პროგრამის ფარგლებში ტენდერი გაყო და ცალცალკე შეიძინა ჯავშანმანქანები და საბრძოლო მოდულები. გერმანულ Boxer-ზე ისრაელის წარმოების საბრძოლო მოდულებს დააყენებენ, რომლებიც 30 მმ-იანი ქვემეხებით არის აღჭურვილი.