მნიშვნელოვანი სიახლეები
LUX180 Model 34-36:  ახალი მნათდიოდიანი ტაქტიკური ფანარი AR-მსგავსი შაშხანებისათვის (+ვიდეო)

LUX180 Model 34-36: ახალი მნათდიოდიანი ტაქტიკური ფანარი AR-მსგავსი შაშხანებისათვის (+ვიდეო)

კომპანია LUX180-მა  ახალი მნათდიოდიანი ფანარი წარმოადგინა, რომელიც  AR-15-ის ბაზაზე შექმნილი შაშხანებისთვის არის განკუთვნილი.

ფანარი სამი მნათდიოდიანი გამომსხივებლისგან შედგება, რომელთა საერთო სინათლის ნაკადი 700 ლუმენს, ანდა 60 ვატს აღწევს.  გამომსხივებლების განლაგების გამო, ფანარი 180 გრადუსზე ანათებს, რითაც მსროლელს ახლო ბრძოლაში დიდი რადიუსის ხედვის არეს უქმნის.

 ფანარი საავიაციო ალუმინისგან მზადდება და 110 გრამს იწონის. იგი ერთი CR123A ბატარეით იკვებება, რომელიც მას 2,5 საათის უწვეტი მუშაობისათვის ჰყოფნის.

მწარმოებლის მტკიცებით ფანარი წყალ და დარტმა მდეგია.