მნიშვნელოვანი სიახლეები
მაკრონი ატომური სუბმარინით წყალქვეშ ჩაეშვა (+ვიდეო)

მაკრონი ატომური სუბმარინით წყალქვეშ ჩაეშვა (+ვიდეო)

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რამდენიმე საათი ატომურ წყალქვეშა ნავზე გაატარა და მონაწილეობა  მიიღო სწავლებებში, რომლის მიზანიც ბირთვული რაკეტის გაშვება იყო.

ატომურ წყალქვეშა ნავ „ლე ტერიბლზე“, რომელიც ბრეტანის სანაპიროებიდან 300 კილომეტრზე იმყოფებოდა, მაკრონი ვერტმფრენით დაუშვეს. შემდგომში სოციალურ ქსელებში მაკრონმა ფოტოებიც კი დადო.

 2019 წელს, მას შემდეგ რაც ბრიტანეთი ევროკავშირს დატოვებს, საფრანგეთი ერთადერთი ქვეყანა იქნება ევროკავშირში, რომელსაც ბირთვული იარაღი ექნება.

მაკრონმა ხაზი გაუსვა ბირთვული შეკავების ფრანგული ძალების მნიშვნელობას და მათ უსაფრთხოების „ქვაკუთხედი“ უწოდა.

 ბირთვული რაკეტის გაშვების იმიტაცია სამხედრო-საზღვაო ბაზა ილ-ლონგზე პრეზიდენტის ვიზიტის შემადგენელი ნაწილი იყო. სწორედ ამ ბაზაზეა დისლოცირებული ოთხი ფრანგული ატომური წყალქვეშა ნავი. მათ შეიარაღებაში ბირთვული ბალისტიკური რაკეტები იმყოფება.