მნიშვნელოვანი სიახლეები
მანქანების შემოტევა: ხელოვნურმა ინტელექტმა მფრინავი-გამანადგურებელი დაამარცხა

მანქანების შემოტევა: ხელოვნურმა ინტელექტმა მფრინავი-გამანადგურებელი დაამარცხა

მფრინავი-გამანადგურებელი - ნებისმიერი ქვეყნის სამხედრო საჰაერო ძალების ელიტაა. მაგრამ მალე მათ გვერდზე ჩაჩოჩება მოუწევთ - ამიერიდან ხელოვნურ ინტელექტსაც წარმატებით შეუძლია გამანადგურებლის მართვა.

კომპანია Psibernetix-ის მიერ შექმნილმა ხელოვნურმა ინტელექტმა აჩვენა, რომ საჰაერო ბრძოლაში არა მხოლოდ სხვა ხელოვნური ინტელექტის, არამედ გამოცდილი პროფესიონალი მფრინავ-გამანადგურებლის დამარცხებაც შეუძლია. სატესტო საბრძოლო სიმულაციების სერიაში მან  წარმატებით მოიგერია სამხედრო საჰაერო ძალების პოლკოვნიკის ჯინ ლის შეტევები და ყოველი ცდისას ჩამოაგდო კიდეც. ლიმ ხელოვნურ ინტელექტს "ადრე ნანახიდან ყველაზე აგრესიული, ეფექტური, დინამიური და დამაჯერებელი უწოდა".

პოლკოვნიკ ლის ზურგს უკან დიდი გამოცდილება აქვს, უფრო მეტიც ბოლო წლებში იგი ხელოვნური პილოტების პროგრამებს ცდის. ეს ბოლო გამოცდა მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. "მე გაოცებული ვიყავი, როცა ვნახე თუ რა გააზრებულად მოქმედებდა იგი. მან წინასწარ იცოდა ჩემი ქმედებების შესახებდ და მომენტალურად რეაგირებდა ჩემს ნებისმიერ მცდელობებზე. ასევე კარგად იცოდა თუ როგორ აეცდინა სარაკეტო შეტევა და თავდაცვიდან შეტევაზე მყისიერად გადადიოდა".

ახალი ხელოვნური ინტელექტი სახელად ALPHA, სპეციალურად საჰაერო ბრძოლებისათვის შეიქმნა. სისტემა ამოცანის გადაწყვეტას თითქმის ადამიანის მსგავსად უდგება, ყოფს რა ამოცანას უფრო მცირე ზომის დავალებებათ. იგი ითვალისწინებს მხოლოდ საქმესთან დაკავშირებულ ცვლადებს. შედეგად ALPHA კომპლექსურ დინამიურ გარემოში ადამიანზე 250-ჯერ უფრო სწრაფად იღებს საუკეთესო გადაწყვეტილებებს.