მნიშვნელოვანი სიახლეები
McDonald's-ში სადილმა შესაძლოა სამხედრო კარიერას ავნოს

McDonald's-ში სადილმა შესაძლოა სამხედრო კარიერას ავნოს

ფრანგ სამხედროებს მორიგი ტრაგიკომიკური ვითარება შეემთხვათ. კურიოზი იზერის დეპარტამენტის  ლა-ვერპიერის  კომუნაში  მოხდა.

საფრანგეთის არმიის ორმა მოსამსახურემ  McDonald's-ში სადილობა გადაწყვიტა. მათ ავტომობილი სადგომზე დააყენეს და ტაბელური  იარაღი - ორი ერთეული საიერიშო შაშხანა  FAMAS-ი  შიგნით დატოვეს

 როდესაც სამხედროები ავტომობილთან დაბრუნდნენ უკანა გვერდითა მინა ჩამტვრეული, ხოლო იარაღი და ვაზნები გამქრალი დახვდათ.

ჯარისკაცებმა  მაშინვე  პოლიციას მიმართეს. მთელს დეპარტამენტში სამძებრო  ოპერაცია  გაიშალა, საქმეში  ვერტმფრენიც  კი  ჩართეს.

 პოლიციამ  მხოლოდ  იმის  დადგენა  შეძლო, რომ გამტაცებლები ორნი იყვნენ და რომ ისინი ადრე გატაცებული ფურგონით მიიმალნენ. ფურგონი მალე მეზობელ კომუნაში მიტოვებული  აღმოაჩინეს.

დღემდე არც გამტაცებლები და არც იარაღი ნაპოვნი არაა.