მნიშვნელოვანი სიახლეები
„მცურავი“ ტყვიები წყალქვეშა ომისათვის (+ვიდეო)

„მცურავი“ ტყვიები წყალქვეშა ომისათვის (+ვიდეო)

ნორვეგიულმა კომპანია DSG Technology-მ NATO-ს და ამერიკელ სამხედროებს „მცურავი“ ტყვიები შესთავაზა, რომლებიც მიზანს წყალქვეშ დიდ მანძილზე აზიანებს.

 CAV-X მცურავი ტყვიების საიდუმლო სუპერკავიტაციის ეფექტშია: სითხეში მოძრაობისას სპეციალური კავიტატორი, რომელიც ტყვიის წვერზე მდებარეობს, გარშემო წლის ორთქლიან გარემოს ქმნის. ამის გამო გარემოს წინააღმდეგობა მცირდება და ტყვია წყალქვეშ ძალის დაუკარგავად ათეულობით მეტრს გადის.  CAV-X ვოლფრამისგან ისხმება და თითბერის კორპუსშია მოთავსებული.

კომპანიის წარმომადგენელთა თქმით „მცურავი“ ტყვიების დიზაინის მასშტაბირება ადვილად შეიძლება. ნატოს სამხედრო ექსპერტებს კომპანიაში 12.7, 7.62 და 5.56 მმ კალიბრის ტყვიები ანახეს.

 ტყვიამფრქვევიდან ნასროლი 12,7 მმ კალიბრის ტყვია მიზნამდე 2200 მეტრს ჰაერში და 60 მეტრს წყალში გადის. შაშხანის 7,62 და 5,56 მმ ტყვიები წყალქვეშ ეფექტურებია 22 და 14  მეტრზე შესაბამისად.

DSG Technology-, თავისი ქმნილება ამა წლის დასაწყისში წარადგინა და პირველი მყიდველიც უკვე ჰყავს. კომპანიის განცხადებით ამჯერად კონტრაგენტები ტყვიებს გამოცდის მიზნით მცირე პარტიებად ყიდულობენ.

  სარეკლამო ვიდეოზე CAV-X-ებს ისვრიან ტყვიამფრქვევიდან, რომელიც  „ინდეპენდენსის“ კლასის ამერიკულ სანაპირო ზონის სამხედრო ხომალდზე დგას.  DSG Technology-ს სპეციალისტების განცხადებით უფრო დიდი კალიბრის სუპერკავიტაციური ტყვიები ნაღმებისა და ტორპედოების წინააღმდეგ ბრძოლის ახალ საშუალებად შეიძლება გადაიქცნენ.