მნიშვნელოვანი სიახლეები
მძლავრი საბრძოლო ლაზერი გამოსაცდელად მზად არის

მძლავრი საბრძოლო ლაზერი გამოსაცდელად მზად არის

აშშ-ს სამხედრო საზღვაო ძალები უახლოეს პერიოდში მაღალენერგეტიკული ლაზერის საზღვაო გამოცდებს დაიწყებენ. ამ მესამე თაობის ლაზერის სიმძლავრე 150 კილოვარია.

ლაზერული დანადგარის შემადგენლობაში შედის ლაზერული გენერატორი, ლითიუმ-იონური აკუმულიატორები და გაციების თხევადი სისტემა. ტაქტიკური საბრძოლო ლაზერის გამოყენება უნივერსალურ იარაღად შეიძლება. მაგალითად 30 კილოვატიანი დანადგარით აღჭურვილია აშშ-ს სამხედრო საზღვაო ფლოტის სადესანტო ხომალდი USS Ponce, რომელიც სპარსეთის ყურეში გადის სამსახურს. ლაზერი უპილოტო საფრენი აპარატების და მცირე ზომის მცურავი საშუალებების საწინააღმდეგოდ არის განკუთვნილი. მას ასევე მოწინააღმდეგის საბრძოლო ტექნიკის ოპტიკური სისტემების დასაბრმავებლად იყენებენ.

ახალი ლაზერული დანადგარი ხუთჯერ უფრო მძლავრი იქნება. გამოცდებისათვის 150 კილოვატიან ლაზერს ფრეგატ USS Paul F. Foster-ზე განათავსებენ. იგი უფრო სწრაფად იმუშავებს და უფრო მეტ სამიზნეს გაანადგურებს. რაკეტებისაგან განსხვავებით, რომელთაგან თვითოეული ასობით ათასი დოლარი ღირს, ექსპერტების ვარაუდით ლაზერის ერთი გასროლა 1 დოლარი ეღირება.