მნიშვნელოვანი სიახლეები
მეხუთე თაობის უახლესი გამანადგურებელი F-35  პარიზის ავიასალონის სენსაცია გახდა (+ვიდეო)

მეხუთე თაობის უახლესი გამანადგურებელი F-35 პარიზის ავიასალონის სენსაცია გახდა (+ვიდეო)

პარიზის ლე-ბურჟეს ავიასალონის ნამდვილ სენსაციად ამერიკული მეხუთე თაობის გამანადგურებელი F-35 გახდა. ახალმა ამერიკულმა სტელს-გამანადგურებელმა ამგვარ ღონისძიებებზე  თავისი პილოტაჟური შესაძლებლობები სრულად პირველად აჩვენა.

 ადრე მეხუთე თაობის თვითმფრინავები თავიანთ შესაძლებლობებს საჯაროდ არ აჩვენებდნენ და F-35-ის მონაწილეობა ავიასალონებში მაყურებელთა ტრიბუნების გასწვრივ ფრენებით შემოიფარგლებოდა.

 კომპანია Lockheed Martin-ის მფრინავ-გამომცდელის ბილი ფლინის (Billie Flynn)  განცხადებით „თვითმფრინავის პირველი გაფრენიდან 10 წლის შემდეგ პირველად ვაჩვენებთ F-35-ის მანევრირებას და შესაძლებლობებს. ამით წლების მანძილზე გავრცელებულ დეზინფორმაციები გაცამტვერდება“.

 სტელს-თვითმფრინავების F-35 და F-22-ის მანევრირება უფრო შთამბეჭდავია, ვინაიდან ისინი სრული შეიარაღებით სრულდება. მეოთხე თაობის გამანადგურებლები უმაღლესი პილოტაჟის ილეთებს შეიარაღების გარეშე ასრულებენ. სტელს-თვითმფრინავების შიდა ნაკვეთურებში არსებული შეიარაღება მათ მანევრირებაზე და ენერგეტიკაზე არ მოქმედებს.

 13 ივნისს აშშ-ს იუტას შტატში მდებარე ჰილის ავიაბაზიდან ლე-ბურჟეში ორი ერთეული F-35Aჩაფრინდა. ერთი ფრენებს განახორციელებს, მეორე კი სტატიკურ ექსპოზიციაში მიიღებს მონაწილეობას.

ერთი F-35-ის ფასი დღეისათვის 85 მილიონ დოლარს შეადგენს, მაგრამ 2020 წლისათვის მის გაიაფებას ვარაუდობენ.