მნიშვნელოვანი სიახლეები
მიგ-35-ის გამოცდა დაიწყო

მიგ-35-ის გამოცდა დაიწყო

ნოემბრის ბოლოს, დიდი ხმაურის გარეშე გამანადგურებელ მიგ-35-ის (წინასერიული) პირველი საცდელი გაფრენა დაიწყო. საცდელი თვითმფრინავის (ბორტი #702) ფოტო 12 დეკემბერს ჟუკოვსკის აეროდრომზე გადაიღეს.

აპარატი კონცერნ „მიგის“ ლუხოვიცეს #1 საწარმოო კომპლექსში ორ ცალად ააწყვეს.

 მიგ-35 რუსული მრავალფუნქციური გამანადგურებლის  „4++“ თაობის პერსპექტიული მოდელია.

 2011-2020 წლებში რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალებისათვის 37 ერთეული მიგ-35-ის შეძენა იყო ნავარაუდევი. 2013 წელს გეგმების კორექტივება მოხდა და ვადებმა 2016 წლისათვის გადაიწია.