მნიშვნელოვანი სიახლეები
მინსკთან ვერტმფრენმა Ми-2-მა ხრახნით მიწა გადახნა (+ვიდეო)

მინსკთან ვერტმფრენმა Ми-2-მა ხრახნით მიწა გადახნა (+ვიდეო)

საავიაციო ფესტივალი „ცის შესახებ“, რომელიც მინსკის მახლობლად ბოროვაიას აეროდრომზე მიმდინარეობდა, კინაღამ მსხვერპლით დასრულდა. საჩვენებელი გამოსვლების დროს ვერტმფრენ Ми-2-ის ეკიპაჟი უკანა ხრახნით მიწას შეეხო, თუმცა შემდეგ საფრენი აპარატის გასწორება და კატასტროფის თავიდან აცილება შეძლეს.

 მსუბუქი მრავალმიზნობრივი ვერტმფრენი Ми-2 ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს შეიქმნა. მისი პირველი გაფრენა 1965 წელს განხორციელდა. წარმატებული კონსტრუქციისა და საიმედოობის გამო მათი ექსპლოატაცია დღემდე ხდება. Ми-2-ს სახელი განსაკუთრებით ფილმმა „მიმინომ“ გაუთქვა, სადაც ბუბა კიკაბიძის მთავარი გმირი  მას პეპელას უწოდებს.

 საბჭოთას კავშირის გარდა Ми-2-ს ლიცენზიით პოლონეთიც უშვებდა. სწორედ იქ შეიქმნა მისი პირველი სამხედრო მოდიფიკაცია Ми-2УРП: ქვემეხით, ორი ტყვიამფრქვევით და ოთხი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტით.  მაგრამ უფრო ხშირად Ми-2-ს სატრანსპორტო დანიშნულებით იყენებენ. მას ათი მედესანტის 580 კილომეტრ მანძილზე გადასხმა შეუძლია.