მნიშვნელოვანი სიახლეები
მისისიპის შტატის სენატმა თავდაცვის მიზნით საეკლესიო პირებს იარაღის ტარების ნება დართო

მისისიპის შტატის სენატმა თავდაცვის მიზნით საეკლესიო პირებს იარაღის ტარების ნება დართო

მისისიპის შტატის პარლამენტის სენატმა მოიწონა კანონპროექტი, რომლის ძალითაც სასულიერო პირებს იარაღის ტარების და თავდაცვის მიზნით მისი გამოყენების ნება ეძლევათ.

ამ კანონპროექტის საფუძველი გახდა სამხრეთ კაროლინის შტატის ქალაქ ჩარლსტონში ზაფხულში მომხდარი ტრაგედია. 21 წლის დამნაშავემ პისტოლეტიდან გასროლით ექვსი ქალი და სამი მამაკაცი მოკლა, მათ შორის ეკლესიის  და სამხრეთ კაროლინის საკანონმდებლო კრების პასტორი კლემენტ პინკინი.

„ეკლესიების თავდაცვა – ეს ღმერთისგან ბოძებული ნებაა“, – განაცხადა იურისპუდენციის საკითხებში სენატის კომიტეტის თავმჯდომარემ შონ ტინდელმა.

კანონის მიხედვით ეკლესიის მსახურს შეუძლია კლიროსის წევრებიდან ამოარჩიოს კანდიდატები, რომლებიც მოხალისე მცველების როლს შეასრულებენ, ისინი იარაღის ტარების წესების და სროლის სრულ კურსს გაივლიან..

კანონის პროექტი ასევე ნებართვის გარეშე იარაღის ბუდით ტარების ნებას იძლევა. აქამდე მისისიპიში იარაღი შეიძლება მხოლოდ ხელბარგით გეტარებინა.

კანონპროექტი განსახილველად ქვედა პალატას გადაეცა. მოწონების შემთხვევაში მისისპი ქვეყნის მეცხრე შტატი გახდება სადაც ლიცენზიის გარეშე იარაღის ტარებაა ნებადართული.