მნიშვნელოვანი სიახლეები
მობილური საბრძოლო ლაზერის გამოცდა ვიდეოზე მოხვდა (+ვიდეო)

მობილური საბრძოლო ლაზერის გამოცდა ვიდეოზე მოხვდა (+ვიდეო)

აშშ-ში ამერიკულმა კომპანია Raytheon მობილური ლაზერული კომპლექს HELWS-MRZR-ის დემონსტრაცია მოახდინა. გამოცდის მსვლელობისას, რომელიც ვიდეოზე ჩაწერეს, ლაზერის სხივით კვადრაკოპტერი ჩამოაგდეს.

 ვიდეოზე საარმიო ბაგის ბაზაზე დაყენებული ხელსაწყო  და დაახლოებით ორი მეტრის სიმაღლეზე მფრინავი კვადრაკოპტერი აჩვენეს. რამდენიმე ხანში კვადრაკოპტერის ერთ-ერთი ძრავი აალდა და დრონი ჩამოვარდა. ექსპერიმენტის სხვა პარამეტრების შესახე არაფერია ცნობილი - არც ქარის მიმართულება და სიჩქარე, არც ჰაერის ტემპერატურა და არც მანძილი.

 აბრევიატურა HELWS იშიფრება, როგორც „მაღალენერგეტიკული ლაზერის მქონე საბრძოლო სისტემა“. ინჟინრების განცხადებით ავტომობილზე დამაგრებულ ლაზერს მიზნის განადგურება მოძრაობის პროცესშიც შეუძლია. აკუმულიატორის ერთი დამუხტვა ლაზერიდან 30 გასროლას ყოფნის.