მნიშვნელოვანი სიახლეები
მოდერნიზირებული ამერიკული ჰაუბიცა მიზანს 70 კილომეტრის მანძილზე დააზიანებს

მოდერნიზირებული ამერიკული ჰაუბიცა მიზანს 70 კილომეტრის მანძილზე დააზიანებს

ამერიკელები აგრძელებენ მუშაობას თავიანთი ახალი ჰაუბიცა M777ER-ის მოდერნიზაციაზე. 1 მარტს ცნობილი გახდა, რომ კომპანია Picatinny Arsenal-ა, დაასრულა გამოცდების პირველი ეტაპი და შემდეგს შეუდგა. მეორე ეტაპზე „ჭკვიან“ ჭურვებს გამოცდიან, რომლებსაც მიზნის დაზიანება 70 კმ მანძილზე შეეძლებათ.

ტესტირების პირველ ეტაპზე სამხედროები იარაღს  „სტანდარტული“ ჭურვებით სროლის სიზუსტესა და სიშორეზე ცდიდნენ.

ბუქსირებადი ჰაუბიცა M777ER საარტილერიო დანადგარ M777-ის მოდერნიზებული ვერსიაა. იგი ბრიტანულმა კომპანია BAE Systems-მა შექმნა. კომპანია Picatinny Arsenal-მა ლულა 2 მეტრით დააგრძელა და ქვემეხს გადატენვის ავტომატური სისტემა დაუყენა. ყველაფერთან ერთად თავდაცვის სამინისტრომ კომპანიას „ჭკვიანი“ ჭურვები დაუკვეთა, რომელთა დახმარებითაც სროლის სიშორე 70 კმ-მდე გაიზრდება.

 არტილერისტების მომზადების დონის მიხედვით ჰაუბიცა M777-ის სროლის სიქარე 2-5 გასროლაა წუთში. რაც შეეხება M777ER-ს, მას სროლა ყოველ 5 წამში შეუძლია.  ავტომატური გადატენვის სისტემის მჭიდის ტევადობა ექვსი ჭურვია. თუკი M777ER-ის გამოცდები ასევე წარმატებით გაგრძელდება, მაშინ დაგრძელებულ ლულებს ამერიკის არმიაში შეიარაღებაზე მყოფი სხვა 155 მმ-იანი საარტილერიო სისტემებიც მიიღებენ.

სადღეისოდ ჰაუბიცა M777 აშშ-ს არმიის, ეროვნული გვარდიის და საზღვაო ქვეითთა კორპუსის შეიარაღებაში იმყოფება. მისი საერთო რაოდენობა 1000 ერთეულამდეა. აშშ-ს არმიის შეიარაღებაში ქვემეხები 2005 წლიდანაა. მათ M198 ჰაუბიცები შეცვალეს.

ალუმინისა და ტიტანის შენადნობების გამოყენების გამო საარტილერიო სისტემის წონამ 4,2 ტონა შეადგინა, რამაც იგი თავის კლასში ყველაზე მსუბუქ ქვემეხად აქცია.  M777-ის სროლის სიშორე სტანდარტული ჭურვებით 24 კილომეტრს შეადგენს, ხოლო „ჭკვიანი“ M982 Excalibur-ით 40 კილომეტრამდე. ეს პარამეტრები ამერიკულ არმიას უკვე აღარ აკმაყოფილებს, ამიტომაც საჭირო გახდა ჰაუბიცის მოდერნიზაცია.