მნიშვნელოვანი სიახლეები
„მომავლის ავიამზიდმა“ გამოცდები ჩააბარა

„მომავლის ავიამზიდმა“ გამოცდები ჩააბარა

ახალი პროექტის სათაო ავიამზიდმაGerald Ford-მა მიღება-ჩაბარების ტესტები წარმატებით ჩააბარა. ამ ინფორმაციას  აშშ-ს სამხედრო საზღვაო ძალების ნაოსნობისა და შეიარაღების სარდლობა ავრცელებს.

ეს ბოლო 42 წლის განმავლობაში ახალი პროექტის პირველი ავიამზიდია. გამოცდები რამდენიმე ტესტისგან შედგებოდა, რომელთა დროს სპეციალისტები ამოწმებდნენ ხომალდის სანაოსნო თვისებებს, ყველა საბორტო სისტემის მუშაობას, წარდგენილ მახასიათებლებთან შესაბამისობას და შეიარაღებაზე მისაღებად საერთო მზადყოფნას. ხომალდი ფლოტს 2017 წელს უნდა გადაეცეს.

 Gerald Ford-ს “ელექტრონულ ავიამზიდს“ ეძახიან, ვინაიდან მასზე ორთქლის ნაცვლად ელექტრომაგნიტური კატაპულტები და ტურბოელექტრული ფინიშიორები გამოიყენება. გემბანზე ნაგებობები შეამცირეს და უკან დასწიეს, ამით ადგილი კიდევ ათი თვითმფრინავისათვის გამონთავისუფლდა.

 ახალმა ხომალდმა Nimitz ტიპის ავიამზიდები უნდა შეცვალოს, როგორც მათმა გაუმჯობესებულმა და უფრო ეფექტურმა ვერსიამ. ზომის შენარჩუნების მიუხედავად ხომალდს ავტომატიზაციის დანერგვის გამო ნაკლები ეკიპაჟი ჰყავს. Gerald Ford-ის დაპროექტება და აგება 13 მილიარდი დოლარი დაჯდა.