მნიშვნელოვანი სიახლეები
მსოფლიოში ყველაზე კომპაქტული პნევმოსასროლი (+ვიდეო)

მსოფლიოში ყველაზე კომპაქტული პნევმოსასროლი (+ვიდეო)

იორგ სპრეივი, გერმანელი ტალანტური გამომგონებელი თავისი ხელით აწყობილ ნამცეცა პნევმოსასროლს წარმოგვიდგენს.

გერმანელი მექანიკოსის მიერ შექმნილი მოწყობილობა სათამაშოა, მაგრამ ახლო მაძილზე შესაძლოა ეფექტური იარაღის როლი შეასრულოს.

კონსტრუქციის საფუძველი კლასიკური არბალეტის ჰიბრიდული სისტემა გახდა, რომელიც პეინტბოლის იარაღის პნევმატურ ელემენტთან არის მიერთებული. იგი 200 ატმოსფერომდე წნევას წარმოქმნის, რის გამოც ხის ისარი 50 მ/წმ სიჩქარით მიფრინავს. სულ კონსტრუქციაში ორი პნევმოელემენტია გამოყენებული: ერთი უშუალოდ სასროლად, მეორე კი სახელურის სტაბილიზაციისათვის. ინჟინერს საკმაო მოხერხება დასჭირდა, ვინაიდან დაჭირხნული ჰაერის ნაკადს თავად მსროლელისათვის დისკომფორტი არ შეექმნა. სიზუსტეს ჩვეულებრივი ლაზერის სამიზნე უზრუნველჰყოფს, რომელიც იარაღთან მარცხენა მხრიდან არის მიმაგრებული.

ისევე როგორც იორგის სხვა გამოგონებები, ამ პნევმოსასროლსაც ერთი დიდი ნაკლი აქვს: მასში ჰაერის დაჭირხვნას დიდი დრო სჭირდება: იორგი ხომ ხელის ტუმბოს იყენებს, რაც პნევმოსასროლს „ერთი გასროლის იარაღად“ აქცევს. ისრები ხის ღერებისგანაა დამზადებული, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში მათზე საბრძოლო ლითონის ბუნიკების დამაგრებაც შეიძლება.. მაგრამ აქ სიფრთხილეა საჭირო, ვინაიდან ამ შემთხვევაში პნევმოსასროლი უკვე საბრძოლო იარაღის კლასიფიკაციას შეიძენს.

ამავე ვიდეოში იორგმა კიდევ ერთი სასროლი მოწყობილობა წარმოადგინა. ესა ჩინური მრავალმუხტიანი არბალეტის ჩო-კო-ნუს სისტემით შექმნილი მოწყობილობაა. მიუხედავად იმისა, რომ  მან თანამედროვე მასალები გამოიყენა, ეს ფანქრების მსროლელი არბალეტი კონსტრუქციით შუა საუკუნეების იარაღს ძლიერ ჩამოჰგავს.